Aviabiletebi

ტურის კატეგორიები

აირჩიეთ მიმართულება

ტურის კატეგორიები

სასტუმროების კატეგორიები

ტაო-კლარჯეთი მხოლოდ 250₾

დამატების თარიღი: 2018-03-01 18:49:16

მიმართულება: გამყვანი ტურები

პერიოდი: 2018-05-26 - 2018-05-28

250.00

ნახვები: 1742

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

MP Travel MP Travel

555212193

ყველა ტური

companymptravel@gmail.com

https://www.facebook.com/MP-Travel-1357642257682824/

ტურის პროგრამა:
დღე 1


დღის მარშრუტი: თბილისი - ახალციხე – ვალე-ჯინჭროფის ტაძარი-სათლეს ციხე-ხანძთა-დოლისყანა-იუსუფელი
 

გასვლა თბილისიდან დილის 06:00 საათზე. ტრანსპორტი – მერსედერს სპრინტერი. თურქეთ–საქარველოს საზღვირს გადაკვეთა ვალეს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში. პირველ დღეს მოსანახულებელი ძეგლები: ჯინჭროფის ტაძარი,სათლეს ციხე, ხანთა (კლარჯეთის ეს ქართული სულიერების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც აქ თავიდან ხის ეკლესია ააგო. X საუკუნეში – 918–941 წლებში ტაძარმა საბოლოო სახე მიიღო. ხანძთა ქართული სასულიერო განათლების კერა იყო და აქ აღიზარდნენ უდიდესი ქართველი მამები და მოაზროვნეები – არსენ დიდი, ეფრემ მაწყვერელი. ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ გიორგი მერჩულე და მოსე ხანძთელი), დოლისყანა. გზად გავივლით ჯაყის ციხეს, მერეს ციხე,ანტიკური ქალაქის ჰურის ნანგრევები,არტაანის ციხე, ულამაზესი ერუშეთის და შავშეთის უღელტეხილები.დაბინავება სასტუმროში.

დღე 2
დღის მარშრუტი: ოთხთა ეკლესია-ოშკის ტაძარი-ხახული-თორთუმის ჩანჩქერი-კავკასიძეების ციხე-იუსუფელი

გასვლა სასტუმროდან დილის 08:30 საათზე. მოსანახულებელი ადგილები: ოთხთა ეკლესია (სხვა ტაძრებთან შედარებით კარგად შენარჩუნებული დიდი ბაზილიკური ეკლესია. ოშკი (ეს ტაძარი აშენდა X საუკუნეში. იგი ამ პერიოდის ტაოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი და კათედრალური ტაძარი იყო), ხახული (ტაძარი დარსებულია X საუკუნის მე–2 ნახევარში. ხახულის საგანძურში იყო კარგად ცნობილი XII საუკუნის ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, ღვთისმშობლის სახელობის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და ცნობილია ხახულის ხატის სახელით).თორთუმის ჩანჩქერი და წყალსაცავი. გზად გავივლით კავკასიძეების ციხე, თორთუმის ციხეთა კომპლეკსი.იუსუფელის მცირე ტაძრების ნანგრევები.გასეირნება ქალაქ იუსუფელში და შოპინგი. დაბინავება სასტუმროში.
 

დღე 3
დღის მარშრუტი: იშხანი –ბანა-ქაჯის ციხე- ვალე – თბილისი.


გასვლა სასტუმროდან. იშხანი (VII-XI საუკუნეების ტაძარი. თავიდან ბანას ტიპის, წრიული ტაძარი იყო, შემდეგში IX საუკუნეში იგი განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა, საბოლოო სახე კი ტაძარმა ბაგრატ IV–ის მეფობის დროს, XI საუკუნეში მიიღო. ამჟამად დანგრეული გადახურვა, შემორჩენილია კედლები და გუმბათი), ბანას ტაძარი (ბანას ტაძარი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი VII საუკუნეშია აშენებული, დღევანდელი ფორმით კი IX-X საუკუნეების მიჯნაზე აშენებულა. ფორმით ის არ ჰგავს ამჟამად შემორჩენილ არცერთ სხვა ძეგლს. იგი წრიული, 40 მეტრის დიამეტრის ტაძარია. შუასაუკუნეებში ბანა წარმოადგენდა ქართული საერო და საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ცენტრ . ქაჯის ციხე (მისი აშენების თარიღები არაა ცნობილი. ციხე სიმაგრეს უდიდესი, 30 მეტრიანი კედელი აქვს გარს შემოვლებული და კლდოვან მასივზეა დაშენებული. არის თეორია, რომ ის უნდა იყოს ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქაჯეთის ციხე). გზად გავივლით ფარნაკის ციხეებს და მტკვრის სათავეს კოლაში. დაბრუნება ვალეს საბაჟოთი.


ტურის ღირებულეება 250 ლარი

 

ფასში შედის

 

ფასში არ შედის 

  • დამატებითი მომსახურება;
  • სადილი;

შენიშვნა:

§  სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ჯამში 11 ისტორიულ ძეგლს. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: ტრანსპორტით გამოწვეული შეფერხება, საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ძეგლების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ძეგლების რაოდენობა უცვლელი რჩება, მაინც ყველა ძეგლს ვნახულობთ. ტური არის დატვირთული და აქედან გამომდინარე საკმაოდ დამღლელიც.
 


გთხოვთ გაითვალისწინოთ !

§  ვალეს საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 10:00 - 20:00

§  საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.

§  პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.

§  ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.

§  18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.

§  თორთუმის ჩანჩქერის "მუშაობის" პერიოდი არის მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე.

§  შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".

§  დროის სიმცირის გამო უმჯობესია შუადღის კვება ტრანსპორტში მოგვარდეს .

კვების მენიუ სასტუმროში: კალმახი, კიტრი, პომიდორი, ბრინჯი, კარტოფილი, კვერცხი, კარაქი, ჯემი, ყველი, თაფლი, ჩაი.



???? წესები: რომლებსაც ვემორჩილებით თითოეული ტურის მონაწილე:
1. არ ვყრით ნაგავს არსად და არ ვაბინძურებთ გარემოს (არც მარშუტკაში).
2. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველანი ვემორჩილებით ორგანიზატორების მითითებებს.
3. არ ვბილწსიტყვაობთ.
4. შეკრების ადგილზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პირები ტურზე არ დაიშვებიან.
5. არ ვღებულობთ ალკოჰოლს ორგანიზატორთან შეთანხმების გარეშე. ????
6.ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 
???? 555 21 21 93 
დამატებითი დეტალები:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! 10 მაისამდე უნდა იყოს ტურის ღირებულების 50% ჩარიცხული და 24 მაის დარჩენილი ნაწილი, რათა ტური არ ჩაიშალოს.
მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:
GE53BG0000000808344700GEL

MP Travel ????
Email : companymptravel@gmail.com
https://www.facebook.com/MP-Travel-1357642257682824/