აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთისამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ლანდშაფტი საკმაოდ მდიდარია, ნახავთ, როგორც გამოქვაბულებს, ასევე ტბებსა და ტყეებს. აქვე მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, რომელიც ზაფხულშიც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლება. 

რა ვნახოთ სამცხე-ჯავახეთში

ჯავახეთი მდიდარია ტბებით: ფარავნის ტბა, კახისის ტბა, საღამოს ტბა, კარწახის ტბა…

სალაშქრო ადგილები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, აბულის მთა, ლომისმთა. 

კურორტები: ბორჯომი, ლიკანი, ბაკურიანი, ახალციხე, აბასთუმანი. 

ასევე მოინახულეთ: ვარძია, რაბათის ციხე, შაორის ციხე, საფარის მონასტერი. 

სამცხე-ჯავახეთის კლიმატი 

რეგიონის უმეტეს ნაწილში ზაფხული გრილია, ტემპერატურა როგორც წესი, 15-20℃-ია, არ გამოირჩევა ატმოსფერული ნალექით. ზამთარი საკმაოდ ცივი და თოვლიანია. 

სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო 

საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპისა და ჩირეულობის მრავალფეროვნებაა. კერძები რძის ნაწარმით და ხორცითაა მდიდარი. საინტერესოა, რომ აქ ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ, რაც საქართველოში არცთუ ხშირი შემთხვევაა. აქ აცხობენ კაკალას, ბაზლამას და სომინს და ტენილ ყველთან ერთად მიირთმევენ.

საინტერესო ფაქტები
  • სამცხე-ჯავახეთი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია.
  • მესხეთი მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია, სადაც ვაზი ზღვის დონიდან 900-1700 მეტრზე ხარობს.
  • ჯავახეთში მდებარეობს საქართველოს ფართობით უდიდესი ტბა-ფარავანი.
  • ფარავნის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილია. 
  • სამცხე-ჯავახეთში ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების წითელ წიგნში შესულ ჯიშებს ნახავთ.
  • ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე “ყაზბეგი მაღალ მთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს.
რჩევა
  • ესტუმრეთ აბასთუმანის ობსერვატორიას, საიდანაც ვარსკვლავებს დააკვირდებით.
  • მუნიციპალიტეტები: 6
  • ფართობი (კმ2): 6 413
  • მოსახლეობის რაოდენობა: 155 900

ტურები სამცხე-ჯავახეთში

ყველა ტურის ნახვა