აღმოაჩინე სამეგრელოსამეგრელო

სამეგრელო წყლის ობიექტების სიუხვით გამოირჩევა. აქ ნახავთ მდინარეებს, ჩანჩქერებს, ზღვის სანაპირო ზოლს, თუმცა მრავლადაა ჭაობებიც. საინტერესოა, რომ მეგრული დიალექტი ფაქტობრივად განსხვავებული ენაა და ქართულად მოსაუბრე ადამიანისთვის გასაგები არაა. 

რა ვნახოთ სამეგრელოში

ბუნება: მარტვილის კანიონი, ტობავარჩხილი, ონიორეს ჩანჩქერი, კოლხეთის ეროვნული პარკი

კულტურული ძეგლები: დადიანების სასახლე, ნოქალაქევი, ოცინდალეს კომპლექსი 

კურორტი: ანაკლია, ლებარდე, ცაიში

სამეგრელოს კლიმატი 

სამეგრელოში ზღვის ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა. გამორჩეულია ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მაღალმთიანი ნაწილებისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ზაფხული და შედარებით ცივი ჰავა. 

მეგრული სამზარეულო 

მეგრული კერძები საკმაოდ ცხარეა და სანელებლებითაა შეზავებული. აჯიკა სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ყველის სახეობებს შორის სულგუნია ცნობილი, რაც არაერთ საკვებში იხმარება. ტრადიციული კერძებია: ელარჯი, სუპ-ხარჩო, გებჟალია. 

სამეგრელოში გავრცელებულ ყურძნის ჯიშებს შორისაა: ცოლიკოური, კრახუნა, აბშილაური, მარგალური, მაჭკვატური, ოჯალეში და სხვა ჯიშები.

საინტერესო ფაქტები
  • რეგიონი მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით; 
  • სამეგრელოში აღნიშნულია 2441 მდინარე; 
  • აქ ნახავთ უზარმაზარ ლოდ ქუაქანციალიას, რომელიც ხელის ოდნავ შეხებაზეც კი ირწევა, მისი დაძვრა კი ვერავინ შეძლო;
  • საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი-ტობავარჩხილი სამეგრელოში მდებარეობს. ტობა მეგრულად ნიშნავს ტბა, ვარჩხილი კი ვერცხლს. 
რჩევა
  • ლაშქრობის და ბუნების მოყვარულებს ვურჩევთ მოინახულონ ალპური ტბები.
  • მუნიციპალიტეტები: 8
  • ფართობი (კმ2): 9 983
  • მოსახლეობის რაოდენობა: 278 447