აღმოაჩინე ქვემო ქართლიქვემო ქართლი

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. ესაზღვრება აზერბაიჯანი და სომხეთი. რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარეა და თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. 

რა ვნახოთ ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში ისტორიით სავსე ციხესიმაგრეებს, არქეოლოგიურ ძეგლებს და ეკლესია-მონასტერს ნახავთ. ბუნების მოყვარულებისთვის აღმოსაჩენი უამრავი ჩანჩქერი, კანიონი თუ ტბაა. 

ადგილები ლაშქრობისთვის: დაშბაშის კანიონი, ალგეთის ეროვნული პარკი, გარდაბნის აღკვეთილი, ბირთვისი. 

აქვეა არაერთი კურორტი დედაქალაქთან ახლოს: ოქროყანა, კოჯორი, მანგლისი, დმანისი და სხვ. 

საინტერესო კულტურული ძეგლებია: ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ბოლნისის სიონი, კლდეკარის ციხე, მარტყოფის მონასტერი.

ქვემო კართლის კლიმატი 

ქვემო ქართლში ძირითადად მშრალი სუბტროპიკული კლიმატია. ბარში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა. ლანდშაფტის ძირითადი ნაწილი ველებია. ტერიტორია მდიდარია ტბებითა და წყალსაცავებით. 

ქვემო ქართლის სამზარეულო ქართლის სამზარეულო განთქმულია წვნიანებით. აქ გასინჯავთ პურის ხარჩოს, ღოლოს და შინდის შეჭამანდს. ადგილობრივები კერძებში ნაირგვარ მწვანილს, მწნილეულს და ბოსტნეულს იყენებენ. რეგიონში განვითარებულია მეხილეობაც.  

    საინტერესო ფაქტები
    • ქვემო ქართლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთ ცენტრი იყო, ამიტომ ამ მხარეში უამრავი ეკლესია-მონასტერია
    • რუსთავი მთავარი სამრეწველო ქალაქია
    რჩევა
    • ესტუმრეთ დმანისის ნაქალაქარს, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. აქ აღმოაჩინეს პირველი ევროპელი ადამიანების- ზეზვასა და მზიას კვალი.
    • მუნიციპალიტეტები: 7
    • ფართობი (კმ2): 6 280
    • მოსახლეობის რაოდენობა: 434 241

    ტურები ქვემო ქართლში

    ყველა ტურის ნახვა