ტურის კატეგორიები

შიდა ტურები

ტურის კატეგორიები

28, 29, 30, აგვისტო სავანეთის სამ დღიანი ტური

დამატების თარიღი: 2015-08-21 00:00:00

მიმართულება: შიდა ტურები

პერიოდი: 2015-08-28 - 2015-08-30

160.00

ნახვები: 3350

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

GI Tours გ.ი ტურები GI Tours გ.ი ტურები

551 11 45 42

ყველა ტური

gi.iakobashvili@gmail.com

www.gitours.ge

მოგესალებით ტურისტული კომპანია ,,ჩვენი საქართველო'' 28-30 აგვისტოს გთავაზობთ 3 დღიან ტურს სვანეთში 

სამღიანი ტური სვანეთში

მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი;
კვება: სამჯერადი;
განთავსება: საოჯახო სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - ლატალი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სასახლე ზუგდიდში, მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში, მესტია.
08:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე;
17:00 სოფელი ლატალი
19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მეორე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი.
07:00 საუზმე;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით;
10:00 გზად სოფელ იფართან შეგვხვდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 40 ლარად).
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
19:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.

მესამე დღე: მესტია - ჰაწვალი - თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა).
07:00 საუზმე;
08:00 მესტიის ტურის განმავლობაში ვნახავთ ხერგიანების მუზეუმს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მაცხოვრის ორსართულიან ტაძარს.
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
15:00 სადილი მესტიაში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით


გასვლა: 28 აგვისტოს
ფასი: 160 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;
ორჯერადი კვება კვება;
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;

ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი; უნდა შეიძინოთ ინდივიდუალურად ბილეთების ფასი 10 ლარი 

სიაში ჩაწერა დაწყებულია სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით 551 11 45 42