ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ბიუჯეტი

ID: 32817
1
2
3
4
5
6
7
8
9

მისტიური ტობავარჩხილი

06/07/17 03:00
130 GEL

კონტაქტი

თბილისი
asterix.hiker@gmail.com
+995 571 802 802
https://goo.gl/VJVXYL

მდებარეობა - ხანგრძლივობა

სამეგრელო
4 დღე - 3 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

28/07/17 - 31/07/17

კონტაქტი

თბილისი
asterix.hiker@gmail.com
+995 571 802 802
https://goo.gl/VJVXYL

დაჯავშნა / გაზიარება

ეგრისის ქედის საოცრება და ტბები, რომლებსაც არაერთ ლეგენდას უკავშირებენ.... ტობას მცველი, დაწყევლილი ტბა, რომელშიც ხელის ჩაყოფაც კი "ვაშინერს" და წესისდამრღვევს ჭექა-ქუხილი არ ასცდება!
ულამაზესი პანორამების გარდა ვინახულებთ:

ცაშკიბულის ტობა
ჭითაგვალას ტობა
დიდი ღელეს ტობა
კალიაშის ტობა
წაქარწყარის ტობა
მაგანას ჩანჩქერი
ქუაქანცალია
ინწრას ჩანჩქერი
_________________________________
ტურის ღირებულება 130 ლარი! 
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE57BG0000000616670300
მიმღები: ლაბაძე თენგო
დანიშნულება : ტობავარჩხილი (თქვენი სახელი და გვარი)

თანხას ვრიცხავთ წინასწარ ბე-ს სახით ამ შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ წინა დღეს.

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე ორი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
___________________________________________________
აუცილებელი აღჭურვილობა:

სალაშქრო ზურგჩანთა; 
თბილი ქურთუკი; 
სალაშქრო ფეხსაცმელი; 
გამოსაცვლელი ტანსაცმელი, 
საწვიმარი
ფანარი
პირველ რიგში წინდები (მინ. 2, რაც მეტი მით უკეთესი თანამეკარვისთვის); 
5 დღის სამყოფი წყალი და საკვები; 
სალაშქრო ჭურჭელი ! (ჯამი, ჭიქა, კოვზი, დანა-ჩანგალი და ა.შ.) 
ღამის გასათევი აღჭურვილობა (კარავი, საგებელი, თბილი საძილე);

სასურველია გქონდეთ: 
წყალგაუმტარი ფეხსაცმელი; 
სალაშქრო ჯოხები; 
მზის სათვალე; მზისგან დამცავი საშუალებები; ინდივიდუალური აფთიაქი

PS ვისაც ჩამოთვლილიდან რომელიმე აკლია შეგვიძლია უსასყიდლოდ ვათხოვოთ ????

ტრადიციული ასტერიქსული გაფრთხილება !
ნატოში შესვლა და დემოკრატია თუ გვინდა უნდა გავითვალისწინოთ გალის კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობები:
* ორგანიზატორი არის ობელიქსის ტრუსიკის ძმაკაცი, შესაბამისად აქანა ვერავინ დადგამს სტენკას!
* არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე
* არ მოვდივართ ნასვამი ან ნათხოვარი სახით!
* არ ვსვამთ, არ ვეწევით და არ ვცუნდრუკებთ გზაში!
* საერთო საქმეს ვაკეთებთ ყველა ერთად
* გემრიელობებსაც ერთად მივირთმევთ /ერთადვე ვშიმშილობთ
* ნაგვის დაყრა იკრძალება ყველგან! ნაგვის ურნის მიმდებარედაც!
* გადაადგილებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება
* #ჩემიკაი-ს და #ჩემიდედეამოვკალის თავიდან ასაცილებლად აკრძალულია საუბარი 
1 რელიგიაზე
2 ფეხბურთზე
3 პოლიტიკაზე
პს ტიტველ ქალებზე ილაპარაკეთ, იქნება ჩვენც გვაინტერესებს)))))) 

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა