national delicacy

იორდანია: ამანი – ჯერაში – აჯლუნის ციხე – მკვდარი ზღვა - ქრისტეს ნათლობის ადგილი – მოსეს (ნებოს) მთა – ქ. მადაბა – პეტრა - ვადი რამი - აქაბა – ამანი

  • ID: 66764
  • ნახვები: 516
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/03/26
    დაბრუნება
    • 13/03/26
დამატებითი ინფორმაცია

იორდანია - ჯგუფური ტური (ტური განსაზღვრულია 15 მგზავრზე)

???? მარშრუტი:
ამანი – ჯერაში – აჯლუნის ციხე – მკვდარი ზღვა – ქრისტეს ნათლობის ადგილი – მოსეს (ნებოს) მთა – მადაბა – პეტრა – ვადი რამი – აქაბა – ამანი

მოგზაურობის პერიოდი: 6-13 მარტი
ტურის ღირებულება: 3990 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - ამანი - თბილისი)
  • 20კგ ჩასაბარებელი ბარგი / 7კგ ხელბარგი
  • იორდანიის სავიზო მოსაკრებელი
  • იორდანიის ტურისტული
    ლოკაციების ბილეთების საფასური;
  • 4* სასტუმროებში განთავსება
  • კვება: ორჯერადი
  • ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
  • • 2-საათიანი 4x4 საფარი ტური ვადი რამში;
  • კერძო ტრანსპორტი მთელი ტურის განმავლობაში
  • ქართულენოვანი გიდის და გამყოლის მომსახურეობა
  • სამოგზაურო დაზღვევა


დღე 1: ამანის აეროპორტი – ამანი- ჩაფრენა 23:30 საათზე
დაბინავება ქ. ამანში - 4* სასტუმროში და ვახშამი.

დღე 2: ამანი – ჯერაში – აჯლუნის ციხე – მკვდარი ზღვა
საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება ჯერაშისკენ -
ჩრ. იორდანიის მარგალიტი, რომელსაც
აღმოსავლეთის პომპეის და 1000 სვეტის ქალაქსაც უწოდებენ.
აჯლუნის ციხე - რომელიც ისლამური
სამხედრო არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო
ნიმუშადაა აღიარებული.
მკვდარი ზღვა - თავისუფალი დრო და შესაძლებლობა მარილიან წყლებში ცურვისათვის.
დაბინავდება და ვახშმობა 4* სასტუმროში.

დღე 3: მკვდარი ზღვა – ქრისტეს ნათლობის ადგილი – მოსეს (ნებოს) მთა – ქ. მადაბა – პეტრა
საუზმე სასტუმროში.

ქრისტეს ნათლობის ადგილი - ეს არის
ადგილი, სადაც ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემელი, მოინათლა იესო ქრისტე და შეხვდა პირველ ხუთ მოციქულს.
მოსეს მთა (იგივე ნებოს მთა) - აქ გექნებათ შესაძლებლობა გაჰყვეთ მოსეს კვალს. მოსეს მთიდან მოჩანს იერუსალიმის აღმოსავლლეთი ქედი, იერიქონი და მკვდარი ზღვა. ტერიტორიაზე აგებულია ადრეული ბიზანტიური
პერიოდის ქრისტიანული ეკლესია.
ქ.მადაბა, "მოზაიკის ქალაქში", სადაც მოინახულებთ მადაბას წმინდა გიორგის ეკლესიას და იხილავთ წმინდა მიწის უძველესი შემონახული მოზაიკის რუკას.
დაბინავდება და ვახშმობა 4* სასტუმროში.

დღე 4: ტური პეტრაში – ვადი რამი
ქალაქი პეტრა - პეტრა „იუნესკოს“ მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი და მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მისი უზარმაზარი სამარხები და მომხიბლავი ბუნებრივი გარემო მას უნიკალურ კომპლექსად აქცევს.
ვადი რამი -  უდაბნო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ვახშმობა და ღამისთევა
ბედუინთა ბანაკში.

დღე 5: ვადი რამის საფარის ჯიპტური – ქ. აქაბა
საუზმე ბანაკში.
საფარის ჯიპ ტური - 2 საათიანი ტური, გასაოცარი
კლდოვანი და უდაბნოს პეიზაჟებით.
ქ.აქაბა - იორდანიის უკიდურეს სამხრეთ ქალაქში და სამეფოს ერთადერთ პორტში.
ქ. აქაბაში გექნებათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ ქალაქი, მოინახულოთ არაბული ტკბილეულისა და თხილის მაღაზიები, დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტების
სამზარეულო.
საღამოს საათებში გექნებათ შესაძლებლობა
მოინახულოთ თანამედროვე სანაპირო რაიონი (Ayla Oasis) მაღალი დონის კაფეებითა და რესტორნებით.
ღამისთევა ქ.აქაბაში 4* სასტუმროში

დღე 6: აქაბა – ამანი
საუზმე სასტუმროში.
მსურველებისათვის შესაძლებელია დამატებითი ტურების ორგანიზება: 4 საათიანი კრუიზი წითელ ზღვაზე სადილით ან ვიზიტი ქალაქის მახლობლად (დაახლოებით 15 კმ.)
ფასიან  სანაპიროზე.
საღამოს აქაბადან გავემგზავრებით
ამანში, სადაც ჯგუფი დაბინავდება და ივახშმებს 4* სასტუმროში.

დღე 7: ექსკურსია ამანში
საუზმე სასტუმროში.
ამანის ექსკურსია:
ციტადელი - მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ჯაბალის სახელით ცნობილი ბორცვების ქედზე. ციტადელის ყველა კუთხიდან
იშლება ამანის სანახაობრივი პანორამები.
ციტადელზე ძირითად ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს: ჰერკულესის ტაძარი, ომაელთა სასახლე და მცირე ბიზანტიური ეკლესიის ნანგრევები. აქ ასევე მდებარეობს
მდებარეობს იორდანიის არქეოლოგიური მუზეუმი.
რომაული ამფითეატრი - 
რომელიც აიგო ჩვ.წ.აღ. 161 წელს და დღემდე გამოიყენება
კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის.
ჯგუფი დაბინავდება და ივახშმებს 4* სასტუმროში.

დღე 8: ქ. ამანი – ამანის აეროპორტი
საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი ამანის აეროპორტში.
ფრენა თბილისის მიმართულებით 12:30 საათზე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 990.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/03/26
    დაბრუნება
    • 13/03/26
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა