ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ბიუჯეტი

ID: 14640
1

4 დღე სვანეთში! 18-19-20-21 თებერვალი

17/02/16 12:41
120 GEL

კონტაქტი

mixeilshubitidze@gmail.com
595 08 07 02; 555 11 85 58; 595 100 555
http://en.travel-georgia.ge/

მდებარეობა - ხანგრძლივობა

სვანეთი
4 დღე - 3 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

18/02/16 - 21/02/16

კონტაქტი

mixeilshubitidze@gmail.com
595 08 07 02; 555 11 85 58; 595 100 555
http://en.travel-georgia.ge/

დაჯავშნა / გაზიარება

გთავაზობთ 4 დღიან ტურს სვანეთში, კერძოდ მესტიაში, ჰაწვალსა და თეთნულდზე. ისევე როგორც ზაფხულში, სვანეთი ზამთარშიც გამორჩეულია თავისი სილამაზით, განსაკუთრებით კი სამთო- სათხილამურო კურორტებით!

ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე, 3 ღამე

შეკრება: 18 თებერვალი, ხუთშაბათი, 07:30 სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია

ღირსშესანიშნაობები: დადიანების სასახლე და პარკი ზუგდიდში, ენგურის წყალსაცავი,
ქალაქი მესტია, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ჰაწვალი, თეთნულდი!

I დღე:
შევიკრიბებით სპორტის სასახლესთან და დავიძვრებით დასავლეთით ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდში მოვინახულებთ დადიანების სასახლესა და პარკს, დასვენებისა და ლანჩის შემდეგ კი გავაგრძელებთ მგზავრობას მესტიის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ მარადმწვანე ენგურის წყალსაცავს, რომელსაც იუნესკო განიხილავს, ძეგლთა სიაში შესატანად. საღამოს მესტიაში ჩასვლისას განვთავსდებით საოჯახო სასტუმროში.იქნება ვახშამი, დასვენება გართობა და მეორე დღისათვის მზადება.

II დღე:
დილით საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ჰაწვალში, სადაც 2200 მეტრი ზღვის დონიდან იშლება ულაამზესი პანორამული ხედები, მესტიაზე უშგულზე, სურვილისამებრ შესაძლებელია სრიალი ჰაწვალზე. საღამოს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსენი დავბრუნდებით სასტუმროში, ვახშამის შემდეგ შესაძლებელია მესტიაში გასეირნება( ღამის მესტია კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზია)

III დღე
20 თებერვალს იგეგმება ახალი უნიკალური და ულამაზესი სამთო-სათხილამურო კურორტის თეთნულდის უფიციალური გახსნა! ჩვენც სწორედ თეთნულდზე გავეშურებით , ულამაზესი პანორამული ხედები როგორც სრიალის მოყვარულთ ასევე უბრალო დამსვენებლებსაც უკმაყოფილოს არ დატოვებს! საღამოს დაბრუნება სასტუმროში და გამოსამშვიდობელი ვახშამი ტრადიციული კერძებით(კუბდარრი და ა.შ)

IV დღე
დილით მოვინახულებთ მესტიის მხარეთმცოდნეობის მზუეუმს სადაც ინახება არაერთი უნიკალური ქართული კულტურის ძეგლი, მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გავემზადებით თბილისსში წამოსასვლელად.

21:00 დავბრუნდებით კვლავ ჩვენს საყვარელ დედაქალაქში, უამრავი დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსენი!.

ფასში შედის: ტრანსპორტირება მესტიაში, ჰაწვალზე, თეთნულდზე და უკან მაღალგამავლიანი                                4×4 ავტომობილით.
განთავსება სასტუმროში 4 დღით.
გამყოლის მომსახურება.

ფასში არ შედის: კვება, მუზეუმის საფასური, ,, Skipass “, – კურორტზე

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 08 07 02;

Mail: contact@travel-georgia.ge
facebook: V&W Travel-Georgia

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა