სექტემბერი - სვანეთის სამდღიანი ტური
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი
სატრანსპორტო საშუალება: 20 ადგილიანი მიკროავტობუსი
კვება: კვების გარეშე
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
05:00 სთ გასვლა მესტიის მიმართულებით
14:00 სთ ჩასვლა მესტიაში (დაბინავება სასტუმროში, სადილი)
16:00 სთ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება
17:30 სთ გასეირნება მესტიაში (საკათედრო ტაძრის მონახულება, მჟავე წყლების და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება)
20:00 სთ დაბინავება მესტიის სასტუმროში
II დღე:
06:30 სთ. გასვლა უშგულის მიმართულებით
07:30 სთ. სოფელ იფარში სიყვარულის კოშკის მონახულება
10:00 სთ. უშგულის დათვალიერება (ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, თამარის კოშკის და უშგულის მუზეუმის მონახულება)
13:00 სთ. პიკნიკი ბუნებაში
15:00 სთ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მონახულება (საფეხმავლო, 1.1 კმ. ცალმხრივად, საშუალო სირთულის)
18:00 სთ. დაბრუნება მესტიის სასტუმროში
III დღე:
10:00 სთ. კურორტ ჰაწვალის მონახულება ( თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის)
13:00 სთ. ჰეშკილის ქოხების მიმდებარედ მოწყობილი ტურისტული ზონის მონახულება
15:00 სთ. ლატალის ტაძრის მონახულება
16:00 სთ. გამომგზავრება თბილისში (გზად მოვინახულებთ ენგურჰესის კაშხალს)
(ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ს წინასწარ ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, სასტუმროს ნომერი რომ დაიჯავშნოს)
1) საოჯახო სასტუმრო მესტიის ცენტრში
2) მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
3) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად, შეგვიძლია შევიძინოთ მესტიაშიც
ჰაწვალის საბაგიროს საფასური , სიყვარულის კოშკში შესვლის საფასური კი ა
თუ დრო დაგვრჩება მოვინახულებთ კურორტ თეთნულდს და ქორულდის ტბებს, სურვილისამებრ (თითოეული ობიქტის სანახავად დელიკის მოსაკრებელი 20- შეადგენს)
სასურველია იქონიოთ მსუბუქი სპორტული აღჭურვილობა; მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები
ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.
კომპანიის საბანკო ანგარიში:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.