წესები და პირობები
ბოლო განახლება: 16.11.2026
turebi.ge-ს იყენებ — ეთანხმები ამ წესებს. საიტს მართავს შპს „ტურები ჯი“ (ს/კ 406319737), თბილისი, პეკინის გამზ. №25 (შემდგომში — „Turebi.ge" ან „ჩვენ").
1. რას აკეთებს Turebi.ge
- Turebi.ge გიწევს საშუამავლო მომსახურებას: გეხმარება ტურის, ავიაბილეთის, სასტუმროს, ტრანსფერის, ვიზის და დაზღვევის შერჩევასა და დაჯავშნაში. თავად ტურისტულ მომსახურებას (ფრენა, განთავსება, ტრანსფერი) აწვდიან ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტუროპერატორები და სხვა მიმწოდებლები;
- მოგზაურობისას მოქმედებს მიმწოდებლის წესებიც (მაგ. ავიაკომპანიის ბარგის წესი, სასტუმროს შესვლა-გასვლის დრო) — მათი დაცვა მოგზაურის ვალდებულებაა;
- სასტუმროებისა და პარტნიორი კომპანიების გვერდებზე ინფორმაციას თავად პარტნიორები ავსებენ და მის სიზუსტეზე ისინი არიან პასუხისმგებელი (იხ. §9).
2. მოთხოვნა და ჯავშანი
- მოთხოვნა ჯავშანი არ არის. მოთხოვნის შემდეგ მენეჯერი გიკავშირდება, აზუსტებს დეტალებს და გიგზავნის შეთავაზებას;
- ჯავშანი ფორმდება ხელშეკრულებით. ხელშეკრულება შეიძლება შედგეს ელექტრონულად — შენ მიერ მოწოდებული მონაცემებით — და ძალაში შედის ხელმოწერით ან ელფოსტით, ტელეფონით ან საიტზე გაცემული დასტურით;
- ფასები საიტზე საორიენტაციოა („-დან") და დამოკიდებულია თარიღზე, ადგილების ხელმისაწვდომობაზე და ვალუტის კურსზე. საბოლოო ფასი იწერება შეთავაზებასა და ხელშეკრულებაში.
3. ანგარიში
- ანგარიში იქმნება მობილურის ნომრით და SMS კოდით. ერთი ნომერი — ერთი ანგარიში;
- მიუთითე ნამდვილი სახელი და საკუთარი ნომერი; სხვისი ნომრით რეგისტრაცია აკრძალულია;
- ანგარიშს ნებისმიერ დროს წაშლი პროფილში.
4. ლიმიტები და აკრძალვები
- SMS კოდი — 3 ერთ ნომერზე საათში; მოთხოვნა — 5 ერთ ნომერზე 24 საათში, ერთსა და იმავე შეთავაზებაზე — 1. მეტი თუ გჭირდება, დაგვირეკე;
- აკრძალულია ყალბი მოთხოვნები, სპამი, საიტის ავტომატური კოპირება და მისი მუშაობის შეფერხების მცდელობა;
- წესების დარღვევისას შეიძლება შევზღუდოთ ან დავბლოკოთ ანგარიში.
5. გაუქმება, ცვლილება, თანხის დაბრუნება
- ტურის გამოსყიდვის შემდეგ გაუქმების, თარიღის შეცვლის, მგზავრის ჩანაცვლების ან აეროპორტში დაგვიანების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება კონკრეტული პროდუქტის გაუქმების პოლიტიკით (ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორის), რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული;
- გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, შენთან შეთანხმებით, შეიძლება სასტუმრო შეიცვალოს ანალოგიური ან უფრო მაღალი კატეგორიის სასტუმროთი;
- ყოველთვის ვცდილობთ, მიმწოდებლისგან უკეთესი პირობები მოგიპოვოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიმწოდებლისაა.
6. რაზე არ ვაგებთ პასუხს
- საბაჟო, სასაზღვრო და სხვა კონტროლის გავლისას წარმოქმნილ პრობლემებზე; აეროპორტში დაგვიანებაზე ან გაფრენამდე 3 საათით ადრე გამოუცხადებლობაზე; ვადაგასულ ან არააქტიურ პასპორტზე / ID ბარათზე; არასრულწლოვნის ნებართვის ან მინდობილობის უქონლობაზე ან არასწორ გაფორმებაზე;
- რეისის დროის შეცვლაზე, დაგვიანებაზე ან გაუქმებაზე, თვითმფრინავის ან აეროპორტის შეცვლაზე, ბარგის მიწოდებასა და დაცულობაზე;
- პირადი ნივთების, პასპორტის ან სხვა დოკუმენტის დაკარგვაზე ან ქურდობაზე.
7. სამოგზაურო დაზღვევა
დაზღვევის ყველა პირობა მითითებულია სადაზღვევო პოლისში, ხოლო ვალდებულება ეკისრება სადაზღვევო კომპანიას. სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული განცხადება ან პრეტენზია წარედგინება უშუალოდ იმ სადაზღვევო კომპანიას, რომლის პოლისიც გაქვს.
8. ფორს-მაჟორი
- ომი, ტერაქტი, სტიქია, ეპიდემია ან სხვა დაუძლეველი გარემოება ხელშეკრულების დარღვევად არ ითვლება; მხარე, რომელსაც ასეთი გარემოება შეექმნა, მეორე მხარეს აცნობებს;
- თუ დანიშნულების ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდება სამხედრო მოქმედება, სამოქალაქო არეულობა, ტერაქტი, ან საქართველოს შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ან გაეროს მოგზაურობის შეზღუდვის რეკომენდაცია, ან ავიაკომპანია გააუქმებს რეისს — გადახდილი თანხა ბრუნდება, გარდა უკვე გაწეული მომსახურების (ჯავშანი, კოორდინაცია, დოკუმენტაცია) საფასურისა: გადახდილი თანხის 5%, მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 200 ლარი ერთ მგზავრზე.
9. სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების განცხადებები
ეს ნაწილი ეხება პარტნიორებს — სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, გიდებს და მძღოლებს, ვინც საიტზე საკუთარ გვერდს, ნომრებს, ტურებს ან სერვისს ათავსებს.
- ვინ: გვერდს ამატებს კომპანიის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი; ერთი კომპანია — ერთი ანგარიში;
- სიზუსტე: ინფორმაცია (აღწერა, ფასი, ფოტო, კონტაქტი) უნდა იყოს ნამდვილი, აქტუალური და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი; ცვლილებისას პარტნიორი თავად აახლებს მონაცემებს;
- ფოტოები: მხოლოდ საკუთარი ან ისეთი, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვს;
- აკრძალულია: არათემატური ან სარეკლამო განცხადებები, დუბლირებული განცხადებები და ბმულები სხვა მსგავს საიტებზე (დაშვებულია კომპანიის ოფიციალური საიტი და სოციალური ქსელის გვერდი);
- დარღვევისას: ვაცნობებთ ტელეფონით ან ელფოსტით და გაძლევთ 1 სამუშაო დღეს გამოსასწორებლად; გამოუსწორებლობისას განცხადება იშლება ან ანგარიში იბლოკება. უხეში ან განმეორებითი დარღვევისას, ასევე კლიენტის უფლებების უხეში დარღვევის ან თაღლითობის დადასტურებისას — გაფრთხილების გარეშე;
- შეფასებები: ვიზიტორებს შეუძლიათ შეაფასონ პარტნიორის მომსახურება. პარტნიორს შეუძლია გაასაჩივროს შეფასება, რომელიც შეურაცხმყოფელია, კანონს არღვევს ან ცრუ ინფორმაციას შეიცავს — გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ვიღებთ;
- ფასიანი სერვისები: მოქმედი ფასები და პირობები ჩანს პარტნიორის პანელში; მათ შეცვლის უფლებას ვიტოვებთ. გადახდილი თანხა ბრუნდება, თუ ის არ გამოყენებულა ან სერვისი ჩვენი მიზეზით ვერ გაიწია — წერილობითი მიმართვით info@turebi.ge-ზე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც გადაიხადეთ, 1 სამუშაო კვირაში;
- საჯაროობა: პარტნიორის გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია, აღწერა, ფოტოები, სერვისები და ფასები ხელმისაწვდომია ყველა ვიზიტორისთვის.
10. კონტენტი
საიტის ტექსტები, ფოტოები, ლოგო და დიზაინი ეკუთვნის Turebi.ge-ს ან მის პარტნიორებს. კოპირება ნებართვის გარეშე აკრძალულია.
11. პერსონალური მონაცემები
როგორ ვამუშავებთ შენს მონაცემებს — კონფიდენციალობის პოლიტიკა.
12. დავები, ცვლილებები, კონტაქტი
დავები წყდება მოლაპარაკებით, შეთანხმების ვერ მიღწევისას — სასამართლოს წესით, საქართველოს კანონმდებლობით. წესები შეიძლება განახლდეს — მოქმედებს ამ გვერდზე გამოქვეყნებული ვერსია. კონტაქტი: info@turebi.ge · +995 577 199 270 · თბილისი, პეკინის გამზ. №25.