კონფიდენციალობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 16.11.2026
ეს დოკუმენტი აღწერს, რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს შპს „ტურები ჯი“ (ს/კ 406319737) (შემდგომში — „ჩვენ") ვებგვერდ turebi.ge-ზე, რისთვის ვიყენებთ მათ და რა უფლებები გაქვს. ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ".
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: მობილურის ნომერი, სახელი, ელფოსტა (არასავალდებულო), ენა და შეტყობინებების პარამეტრი.
- მოთხოვნა: სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, მგზავრების რაოდენობა, ბავშვების ასაკი, სასურველი თარიღი ან თვე, ბიუჯეტი, მიმართულება და შენი კომენტარი.
- რჩეული: შეთავაზებები, ტურები, სასტუმროები და მიმართულებები, რომლებიც შეინახე.
- ტექნიკური: IP მისამართი (SMS კოდების ლიმიტისთვის და ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად) და cookies — იხ. Cookies.
პაროლს არ ვინახავთ — შესვლა ხდება ერთჯერადი SMS კოდით.
2. რისთვის ვიყენებთ
- მოთხოვნის დამუშავება: მენეჯერი გიკავშირდება, გირჩევს და გიგზავნის შეთავაზებას;
- ჯავშნის გაფორმება და მოგზაურობის ორგანიზება, თუ შეთავაზებას დაეთანხმე;
- ანგარიშში შესვლა და მისი დაცვა (SMS კოდი, ლიმიტები);
- „ჩემი მოთხოვნების" ჩვენება — მოთხოვნის სტატუსი შენს გვერდზე;
- შეტყობინება ახალ და მსგავს შეთავაზებებზე — მხოლოდ თუ ჩართული გაქვს (პროფილში ნებისმიერ დროს გამორთავ);
- საიტის გაუმჯობესება ანონიმური სტატისტიკით (Google Analytics, Meta).
3. ვის გადაეცემა
- SMS პროვაიდერი (gosms.ge) — მხოლოდ ნომერი, ერთჯერადი კოდის გასაგზავნად;
- მოგზაურობის პარტნიორები — ავიაკომპანია, სასტუმრო, ტუროპერატორი, სადაზღვევო კომპანია ან საელჩო — მხოლოდ ის მონაცემი, რაც კონკრეტული ჯავშნისთვის ან ვიზისთვის აუცილებელია, და მხოლოდ შენი შეკვეთის შემდეგ;
- ანალიტიკის სერვისები (Google, Meta) — cookies-ით, პირადი მონაცემის (სახელი, ნომერი) გარეშე;
- სახელმწიფო ორგანოები — მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამოდ სხვას არ გადავცემთ.
4. რამდენ ხანს ვინახავთ
- ანგარიში — სანამ არ წაშლი. წაშლისას იშლება სახელი, ელფოსტა და რჩეული; ნომერი რჩება გამორთულ ჩანაწერში, რომ თავიდან შესვლა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვა იყოს შესაძლებელი.
- მოთხოვნები და ჯავშნები — რამდენიც საჭიროა მომსახურებისთვის და რამდენსაც მოითხოვს კანონი (მაგ. საბუღალტრო აღრიცხვა).
- SMS კოდები — ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით და მხოლოდ ლიმიტის შესამოწმებლად.
5. შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო: შენი მონაცემების ნახვა და ასლი, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა და თანხმობის გამოხმობა (მაგ. შეტყობინებების გამორთვა). სახელს, ელფოსტას, ენასა და შეტყობინებებს თვითონ შეცვლი პროფილში, ანგარიშსაც იქვე წაშლი. სხვა მოთხოვნისთვის მოგვწერე: info@turebi.ge.
თუ ფიქრობ, რომ შენი უფლება დაირღვა, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge).
6. უსაფრთხოება
საიტი მუშაობს დაცული კავშირით (HTTPS). SMS კოდი და „დამიმახსოვრე" ტოკენი ინახება მხოლოდ ჰეშის სახით, ფორმები დაცულია CSRF-ისგან, მოთხოვნებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს.
7. ცვლილებები და კონტაქტი
დოკუმენტი შეიძლება განახლდეს; მნიშვნელოვანი ცვლილებისას საიტზე გაცნობებთ. კითხვებისთვის: info@turebi.ge · +995 577 199 270.