სვანეთი
საქართველო

სვანეთი: ტურები, ფასები და რჩევები

სვანური კოშკები, უშგული შხარის ძირში, მყინვარები და ორი სათხილამურო კურორტი. მესტიამდე ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი), ნატახტრიდან ფრენა — ერთი საათი.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიივლ, აგვ, სექ
  • დროის სხვაობა0 სთ
სვანეთი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარეა და მდებარეობს დასავლეთ-ჩრდილოეთ ნაწილში, ითვლება კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად. სვანური კოშკები არა მხოლოდ სასწაულ სანახაობას ქმნის, არამედ ამ ნაგებობებს მოსახლეობა თავს თავდასაცავად აფარებდა. 

რა ვნახოთ სვანეთში

ესტუმრეთ კუთხის ცენტრ მესტიას, სადაც უამრავი სვანური კოშკია, მათ შორის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. აუცილებლად იმოგზაურეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა დასახლებული სოფელი-უშგული. მოინახულეთ შდუგრას ჩაჩქერი, ოქროსწყლის ტბები, ჭალაადის ყინულვარდნილი.ზამთარში სათხილამურო სპორტით კურორტ ჰაწვალ ან თეთნულდზე დაკავდებით.   

სვანეთის კლიმატი 

სვანეთში ზამთარი ცივი და გრძელია, ზაფხული ხანმოკლე და თბილი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -25℃-ია დაფიქსირებული, ხოლო მაქსიმალური-  +35℃.

სვანური სამზარეულო 

სვანური სამზარეულოს კერძები შეზავებულია სვანური მარილით, რაც მარილის, წიწაკის და სხვადასხვა სუნელების ნაზავია. ადგილობრივი პროდუქტი ეკოლოგიურებით გამოირჩევა.   აუცილებლად დააგემოვნეთ სულგუნი,კუბდარი (ცომში ჩაშუშული ხორცი), ჭიშდვარი (მჭადის ფქვილში შეზელილი ყველი), ფხალეულის ღვეზელები. 

სვანეთში ვაზი არ ხარობს, შესაბამისად ადგილობრივი ღვინო არ იწარმოება, თუმცა პოპულარულია თაფლისა და ანწლის, ისევე როგორც სხვადასხვა ხილისგან გამოხდილი არაყი.

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

რა ვნახოთ

  1. 1მესტიაXI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  2. 2უშგულიევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  3. 3ჩალაადის მყინვარი2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  4. 4კორულდის ტბები2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  5. 5თეთნულდი და ჰაწვალიორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  6. 6ლატალი და ლენჯერისოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
  7. 7შდუგრას ჩანჩქერიმესტია–ზუგდიდის გზასთან, ბეჩოს ხეობის ჩანჩქერებთან ერთად
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.