national delicacy

27-28-29 სექტემბერი - სვანეთის სამდღიანი ტური

  • ID: 55491
  • Views: 2275
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 27/09/19
    Return
    • 29/09/19
Additional Information

ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი
სატრანსპორტო საშუალება: 20 ადგილიანი მიკროავტობუსი
კვება: კვების გარეშე
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
05:00 სთ გასვლა მესტიის მიმართულებით
14:00 სთ ჩასვლა მესტიაში (დაბინავება სასტუმროში, სადილი)
16:00 სთ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება
17:30 სთ გასეირნება მესტიაში (საკათედრო ტაძრის მონახულება, მჟავე წყლების და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება)
20:00 სთ დაბინავება მესტიის სასტუმროში

II დღე:
06:30 სთ. გასვლა უშგულის მიმართულებით
07:30 სთ. სოფელ იფარში სიყვარულის კოშკის მონახულება
10:00 სთ. უშგულის დათვალიერება (ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, თამარის კოშკის და უშგულის მუზეუმის მონახულება)
13:00 სთ. პიკნიკი ბუნებაში
15:00 სთ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მონახულება (საფეხმავლო, 1.1 კმ. ცალმხრივად, საშუალო სირთულის)
18:00 სთ. დაბრუნება მესტიის სასტუმროში

III დღე:
10:00 სთ. კურორტ ჰაწვალის მონახულება ( თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის)
13:00 სთ. ჰეშკილის ქოხების მიმდებარედ მოწყობილი ტურისტული ზონის მონახულება
15:00 სთ. ლატალის ტაძრის მონახულება
16:00 სთ. გამომგზავრება თბილისში (გზად მოვინახულებთ ენგურჰესის კაშხალს)

ღირებულება:
ტურის ღირებულება გახლავთ 125 ლარი საერთო სველწერტილებიან სასტუმროში და 145 ლარი ინდივიდუალურ სველწერტილებიან სასტუმროში
(ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია 70 ლარის წინასწარ ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, სასტუმროს ნომერი რომ დაიჯავშნოს)

ღირებულებაში შედის:
1) საოჯახო სასტუმრო მესტიის ცენტრში
2) მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
3) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

დამატებითი ინფორმაცია:
✔️ საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად, შეგვიძლია შევიძინოთ მესტიაშიც
✔️მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღირებულება 10 ლარს, უშგულის ეროვნული მუზეუმის ღირებულება კი 3 ლარს შეადგენს (მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლებები).
✔️ჰაწვალის საბაგიროს საფასური 15 ლარი, სიყვარულის კოშკში შესვლის საფასური კი 1 ლარია
✔️თუ დრო დაგვრჩება მოვინახულებთ კურორტ თეთნულდს და ქორულდის ტბებს, სურვილისამებრ (თითოეული ობიქტის სანახავად დელიკის მოსაკრებელი 20-25 ლარს შეადგენს)
✔️სასურველია იქონიოთ მსუბუქი სპორტული აღჭურვილობა; მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები

ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

კომპანიის საბანკო ანგარიში:
საქართველოს ბანკი: GE22BG0000000100872848 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური 

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Price per person125.00
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 27/09/19
    Return
    • 29/09/19