national delicacy

ეთნო ტური სვანეთი

  • ID: 54222
  • ნახვები: 5427
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/19
    დაბრუნება
    • 31/08/20
დამატებითი ინფორმაცია

გიდი - თქვენთან ერთად იქნება ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ საქართველო. სანდრო ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას შემოგთავაზებთ.

 

 

ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito

 

 

დღე 1

 

 

გამგზავრება ქუთაისიდან

 

 

მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი - მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ისტორიული ნიმუშები, მათ შორის უნიკალური ხატები, ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია, შუა საუკუნეების იარაღი, რკინა, ვერცხლი და სპილენძის ორნამენტები, სამკაული, ჭურჭელი და ტექსტილის ნივთების კოლექცია, სვანეთის უძველესი ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ნიმუშები.

 

 

ლანჩი -  ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

 

 

ხერგიანის სახლ-მუზეუმი -  ალპინიზმის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი ალპინისტის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წწ.) ნივთები: სვანეთის ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ექსპონატები: ხატები, ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ალპინისტის აღჭურვილობა, აგრეთვე ფერწერული ტილოები და სხვადასხვა გამოცემები ალპინიზმის შესახებ.

 

 

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

 

 

განთავსება სასტუმროში - სვანური კოშკი

 

 

დღე 2

 

 

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუუმი - ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება მე-12 საუკუნით დათარიღებული ოქროს, ვერცხლისა და ხის ხატები. ასევე ჯვრების შესანიშნავი კოლექცია უშგულის შვიდი ეკლესიიდან.

 

 

ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

 

 

ლამარიას ეკლესია - ლამარია ქალღმერთია ქართულ მითოლოგიაში, კერძოდ კი სვანურ ეთნიკურ ჯგუფში. ლამარია არის ოჯახური კერის ქალღმერთი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ქალთა მფარველი.

 

 

უშგულის კოშკები - უნიკალური დიზაინის კოშკები მსოფლიოში. ამ კოშკებს, როგორც წესი, 3-5 სართული აქვს. სვანეთის სახლ-კარიბჭეები ერთდროულად იყო როგორც საცხოვრებელი ადგილები, ასევე დაცული ციხეები და პირადი საგანძური. კოშკების უმრავლესობა თარიღდება მე-9 და მე-12 საუკუნეებს შორის.

 

 

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

 

 

გამგზავრება ქუთაისში         

 

 

http://bvtours.ge/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე314.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/19
    დაბრუნება
    • 31/08/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა