national delicacy

20-21 აგვისტო: ვარძია აბასთუმანის ობსერვატორია, ზარზმა, ფარავანის ტბა

  • ID: 21867
  • ნახვები: 14357
დამატებითი ინფორმაცია

Wanderlust Georgia გთავაზობთ 20-21 აგვისტოს ორდღიან შემეცნებით-გასართობ ტურს სამცხე-ჯავახეთში. 2 დღის განმავლობაში მოვინახულებთ ვარძიას, ხერთვისს, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას, ფარავნის ტბას, ჭულეს, ზარზმას და საფარის მონასტერს.

ტურის ღირებულება 85 ლარი.

ღირებულებაში შედის:
➡ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
➡საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება;
➡აბასთუმნის ობსერვატორიის შესასვლელი ბილეთების და ნაშუაღმევი ექსკურსიის ღირებულება;
➡გამყოლის/გიდის მომსახურება;
➡ფოტოგადაღება;
ღირებულებაში არ შედის:
➡კვება;
➡ვარძიის მუზეუმ ნაკრძალის შესასვლელი ბილეთების ღირებულება (მოქმედებს ფასდაკლებები სხვადასხვა ტიპის ვიზიტორებისათვის).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტელესკოპით ციური სხეულების ნახვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოწმენდილი ამინდის შემთხვევაში. შესაბამისად ჩვენ ამის არანაირ გარანტიას არ გაძლევთ!

1-ლი დღე:
ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან (რუსთავის მიკროავტობუსების გაჩერების მიმდებარედ) 07:30-დან;
გასვლა თბილისიდან 08:00 საათზე;
თბილისიდან გავემართებით წალკა-ნინოწმინდის მიმართულებით, დავტკბებით სამცხე-ჯავახეთის ულამაზესი ხედებით;
პირველი გაჩერება იქნება ფარავნის ტბა;
შემდეგ მოვინახულებთ ხერთვისის ციხეს და ვარძიის მუზეუმ ნაკრძალს;
დღის მეორე ნახევარში ჩავალთ ახალციხეში და დავბინავდებით სასტუმროში.;
ღამის 11 საათამდე თავისუფალი დრო. თავისუფალ დროს სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ რაბათის ციხეს;
ღამის 11 საათზე გავემართებით აბასთუმანის ობსერვატორიის მიმართულებით. ნაშუაღამევი ექსკურსია ჩატარდება 00:00-03:00 შუალედში. მოწმენდილი ამინდის შემთხვევაში დავათვალიერებთ ციურ სხეულებს ტელესკოპით);
დაბრუნება სასტუმროში.
მე-2 დღე
11:00 საათზე სასტუმროდან გავემართებით ჭულეს და ზარზმას მიმართულებით.
უკანა გზაზე მოვინახულებთ საფარის მონასტერს. წავიხემსებთ და გავემართებით თბილისის მიმართულებით.
თუ დაგვრჩება დრო გავჩერდებით ბორჯომის პარკში.

დაჯავშნისთვის და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 551 546 707;
+995 595 023 320;
თანხა უნდა გადმოირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE81TB7599336080100002
მიმღების სახელი: შპს ვანდერლუსტ ჯორჯია

დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ნომერი.


წამომსვლელთა საყურადღებოდ!
➢არ ვაგვიანებთ! 
➢ შეკრების ადგილას ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება აკრძალულია!
➢ კვებაზე ვზრუნავთ ინდივიდუალურად. 
➢ ტური შედგება მინიმუმ 15 ადამიანის შემთხვევაში!
➢ ტურის მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა -18 ადამიანი!
➢თანხა უნდა გადმოირიცხოს 15 აგვისტომდე!. 13 აგვისტოს შემდეგ არწამოსვლის შემთხვევაში, თანხა უკან არ დაბრუნდება, რომ ტური არ ჩაიშალოს.
➢კომპანია იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილება ტურის პროგრამაში ამინდის ან/და საგზაო მოძრაობის გაუარესების შემთხვევაში!



 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე85.00