სამცხე-ჯავახეთი
საქართველო

სამცხე-ჯავახეთი: ტურები, ფასები და რჩევები

ვარძიის კლდის ქალაქი, ბორჯომის წყაროები, ბაკურიანის ფერდობები და ჯავახეთის მაღალმთიანი ტბები. ახალციხემდე თბილისიდან დაახლოებით 205 კმ-ია, მანქანით 3 საათამდე.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიივნ, ივლ, აგვ, სექ
  • დროის სხვაობა0 სთ
სამცხე-ჯავახეთი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ლანდშაფტი საკმაოდ მდიდარია, ნახავთ, როგორც გამოქვაბულებს, ასევე ტბებსა და ტყეებს. აქვე მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, რომელიც ზაფხულშიც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლება. 

რა ვნახოთ სამცხე-ჯავახეთში

ჯავახეთი მდიდარია ტბებით: ფარავნის ტბა, კახისის ტბა, საღამოს ტბა, კარწახის ტბა…

სალაშქრო ადგილები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, აბულის მთა, ლომისმთა. 

კურორტები: ბორჯომი, ლიკანი, ბაკურიანი, ახალციხე, აბასთუმანი. 

ასევე მოინახულეთ: ვარძია, რაბათის ციხე, შაორის ციხე, საფარის მონასტერი. 

სამცხე-ჯავახეთის კლიმატი 

რეგიონის უმეტეს ნაწილში ზაფხული გრილია, ტემპერატურა როგორც წესი, 15-20℃-ია, არ გამოირჩევა ატმოსფერული ნალექით. ზამთარი საკმაოდ ცივი და თოვლიანია. 

სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო 

საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპისა და ჩირეულობის მრავალფეროვნებაა. კერძები რძის ნაწარმით და ხორცითაა მდიდარი. საინტერესოა, რომ აქ ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ, რაც საქართველოში არცთუ ხშირი შემთხვევაა. აქ აცხობენ კაკალას, ბაზლამას და სომინს და ტენილ ყველთან ერთად მიირთმევენ.

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.

რა ვნახოთ

  1. 1ვარძიაXII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
  2. 2რაბათიახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
  3. 3ბორჯომიმინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
  4. 4ბაკურიანისათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
  5. 5საფარამონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
  6. 6ხერთვისიციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
  7. 7ფარავნის ტბასაქართველოს უდიდესი ტბა, 2000 მეტრზე მაღლა, ჯავახეთის ზეგანზე
სამცხე-ჯავახეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ვარძიის ნახვა ერთ დღეში თბილისიდან?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8 საათამდე გაატარებთ. სჯობს ორი დღე: ერთი ღამე ახალციხეში ან ბორჯომში, გზად კი რაბათი, საფარა და ხერთვისი.
როდის იწყება სეზონი ბაკურიანში?
თოვლის მიხედვით, ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, და მარტამდე გრძელდება. დიდი და დიდველის ფერდობები დამწყებთათვისაც და გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც გამოდგება.
რა არის „კუკუშკა“?
ძველი ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ტყით და ხიდებით. მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია — ნელია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რამდენი დღე სჭირდება რეგიონს?
ბორჯომი, რაბათი და ვარძია 2 დღეში ჯდება. ჯავახეთის ტბებისა და ბაკურიანის დასამატებლად 3–4 დღე დაგჭირდებათ.
ბავშვებთან ერთად სად წავიდეთ?
ბორჯომის პარკი საბაგიროთი, „კუკუშკა“, ბაკურიანის ფერდობები და რაბათი ბავშვებისთვის კარგი არჩევანია. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებთან ფრთხილად.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.