national delicacy

1 დღიანი ტური თბილისი-ხერთვისი - ვარძია - საფარა-რაბათი - თბილისი

  • ID: 15113
  • ნახვები: 13852
დამატებითი ინფორმაცია

მოიარეთ საქართველო ჩვენთან ერთად და მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები !!!
ერთდღიანი საექსკურსიო პროგრამა
„თბილისი-ხერთვისი - ვარძია - საფარა-რაბათი - თბილისი“
ტურის ღირებულება 45 ლარი
ტურის დასაწყისი - 10 აპრილი
1. ხერთვისის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდ. ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
2. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი, მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წელს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში
3. საფარის მონასტრის შენობები - გალავნის ჭიშკართან კლდის პირას წმ. სტეფანეს სახელობის ერთნავიანი სამლოცველოა. მარჯვნივ კლდეზე მიბჯენილი კამაროვანი სადგომები გვხვდება, მოშორებით კი თლილი ქვით ნაშენი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. გზიდან 2-3 მეტრში სამრეკლოა აღმართული, რომელსაც ჩრდილოეთიდან იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო აკრავს. მარცხნივ, სადაც კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის, დგას წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარი. სამხრეთით წმ. საბას ტაძარს მიძინების ტაძარი ებჯინება, რომელიც ყველაზე ძველი შენობაა მონასტერში. წმ. საბას სამხრეთ კედელთან წმ. დიმიტრის სახელობის სამლოცველოა. სამხრეთითვე ოდნავ მოშორებით დგას წმ. გიორგის სამლოცველო. ჩრდილო-დასავლეთით 4 მეტრში, ციცაბო კლდის პირას იოანე ოქროპირის სამლოცველოა.
4. რაბათის ციხე-სიმაგრე - მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, დაარსებულია არაუგვიანეს IX ს-სა. რაბათის ციხე წარმოადგენდა სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების რეზიდენციას. XII – XIII საუკუნეში ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე".
დაგვიკავშირდით ქვემოთ მითიTებულ საკონტაკტო ნომრებზე ან მობრძანდეთ:ა.წეწრთლის N116
☏214–77–76, ✆599–797–136
info@calypso-tr.ge;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00