შეხვედრის დრო და ადგილი:
რუსთაველი, მაკდონალდსის წინ,
2 აგვისტო, შაბათი, დილის 07:00 საათი
ფასი: 35
ფასში შედის:
მგზავრობა
სამწვადე
სრული მარშრუტი:
დღე I : თბილისი - ბორჯომი - ჭობისხევი - დაბაძველი - კახისის ტბა
დღე II: კახისის ტბა - თორი - ბორჯომი - თბილისი
პირველი დღე:
ავალთ კახისის ტბაზე, ფეხით მოგვიწევს სიარული 5-6 კმ. დავბანაკდებით ტბასთან, ვიბანავებთ, ვითევზავებთ, ვიმწვადავებთ და საღამოს კოცონთან საშიშ ამბებს მოვყვებით :)
მეორე დღე:
დილით ავიშლებით და ჩამოვალთ ბორჯომში, შევალთ გოგირდის აბანოებში, თუ არ ვცდები ა შესვლა, არის 2 აუზი, თბილი და ცივი წყალი, ასევე საშხაპე. რომ გავგრილდებით ჩავალთ ბორჯომის პარკში, საბაგიროთი ავალთ პლატოზე, სადაც ეშმაკის ბორბლით ვიკატავებთ , იქიდან არის ულამაზესი ხედები მთელ ბორჯომზე და არამარტო. საღამოს 7-8 საათისთვის წამოვალთ თბილისში.
ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!
რა ჩავიცვათ?
მოხერხებული ფეხსაცმელი, მსუბუქი სპორტული ტანსაცმელი
იქონიეთ ქუდი მზისგან თავდასაცავად. სათვალე და საცურაო კოსტუმი :)
რა წავიღოთ?
კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი
არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი,
გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირსახოცი, ფეხსაცმელი და წინდები
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს.
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
ლელა წიკლაური
ჩვენი ფეიქსბუქის ჯგუფი: />
ეს კი გვერდი: