national delicacy

♡ SPAIN / BARCELONA ♡ ესპანეთი / ბარსელონა პერიოდი: 18.06.2014 - 24.06.2014 ტურის ღირებულება: 490 Eur

  • ID: 1413
  • Просмотры: 21214
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
Дополнительная информация

შეხვედრის დრო და ადგილი:
რუსთაველი, მაკდონალდსის წინ, 
2 აგვისტო, შაბათი, დილის 07:00 საათი

ფასი: 35

ფასში შედის: 
მგზავრობა 
სამწვადე

სრული მარშრუტი:
დღე I : თბილისი - ბორჯომი - ჭობისხევი - დაბაძველი - კახისის ტბა
დღე II: კახისის ტბა - თორი - ბორჯომი - თბილისი

პირველი დღე:
ავალთ კახისის ტბაზე, ფეხით მოგვიწევს სიარული 5-6 კმ. დავბანაკდებით ტბასთან, ვიბანავებთ, ვითევზავებთ, ვიმწვადავებთ და საღამოს კოცონთან საშიშ ამბებს მოვყვებით :)

მეორე დღე:
დილით ავიშლებით და ჩამოვალთ ბორჯომში, შევალთ გოგირდის აბანოებში, თუ არ ვცდები 1 ლარია შესვლა, არის 2 აუზი, თბილი და ცივი წყალი, ასევე საშხაპე. რომ გავგრილდებით ჩავალთ ბორჯომის პარკში, საბაგიროთი ავალთ პლატოზე, სადაც ეშმაკის ბორბლით ვიკატავებთ , იქიდან არის ულამაზესი ხედები მთელ ბორჯომზე და არამარტო. საღამოს 7-8 საათისთვის წამოვალთ თბილისში.

ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!

რა ჩავიცვათ?
მოხერხებული ფეხსაცმელი, მსუბუქი სპორტული ტანსაცმელი
იქონიეთ ქუდი მზისგან თავდასაცავად. სათვალე და საცურაო კოსტუმი :)

რა წავიღოთ?

კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი 
არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, 
გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირსახოცი, ფეხსაცმელი და წინდები 

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს.
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

593 22 57 20 ლელა წიკლაური

ჩვენი ფეიქსბუქის ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/HikingClubPhoenix/

ეს კი გვერდი: https://www.facebook.com/HikingClubPhoenix?ref_type=bookmark

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Цена на человека Цена со сделкой
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი