national delicacy

ტურისტული კომპანია “EDIA Travel group”გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ღვინის ტურს!

  • ID: 11243
  • ნახვები: 15095
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

      ტურისტული კომპანია “EDIA Travel group”გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ღვინის ტურს!

საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, უძველესი დროიდან ითველბა ვაზისა და ღვინის წარმოშობის სამშობლოდ. სწორედ აქ აღმოცენდა პირველად ღვნის წარმოების კულტურა. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ტერიოტრიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა: დოქები, რომელშიც ჩარჩენილია ყურძნის წიპწები, ღვინის დასამზადებელი თიხის ჭურჭელი.

ქართული მეღვინეობის ისტორია უშუალოდ უკავშირდება ქართველი ხალხის ისტორიას და კულტურას. საქართველო ითვლება მევენახეობა- მეღვინეობის ერთ- ერთ უძველეს ცენტრად და მაღალხარისხოვანი  ღვინოების წარმოების რეგიონად. ქვევრის ღვინoს დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. 2013 წელს ,,იუნესკომ'' მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი.

 თქვენ ნახავთ და გაეცნობით როგორც ტრადიციული ტექნოოლოგიით დაყენებულ, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოს.

მოვინახულებთ გლეხის ტრადიციულ   მარნებს. გეძლევათ შანსი  სხვადასხვა ყურძნის ჯიშისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაციის.

ვაზმა ქართული კულტურის ყველა სფეროზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. (რელიგია, არქიტექტურა,პოლიფონია, ჩუქურთმა, კულინარია...) ტური საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ და განიცადოთ ვაზისა და ღვინის სულიერება და შემოქმედება.

 

     1დღე

                       

დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი, დაბინავება სასტუმროში.

საუზმის შემდეგ დავიწყებთ საქრთველოს დედაქალაქ თბილისის გაცნობას. მოვინახულებთ ძველი თბილისის უბნებს: მეტეხის ტაძარი მე- XV- საუკუნე საიდანაც იშლება ძველი თბილისის შესანიშანვი ხედი.

გავივლით მეიდანს-აზიური და ევროპული კულტურათა სინთეზი: გოგირდის აბანოები, მეჩეთი, სომხური და ქართული ტაძრები, სინაგოგა, თბილისისათვის დამახასიათებელი აივნიანი სახლები.

ავალთ ნარიყალას ციხეზე საიდანაც გადაიშლება თბილისის პანორამა.

ვეწვევით ღვინის გვირაბს სადაც შედგება რამოდენიმე ღვინის დეგუსტაცია.

სადილი,

ვეწვევით სახელმწიფო მუზეუმს. გავეცნობით ქართული კულტურის ისტორიასა და არტეფაქტებს, რომელიც დაკავშირებულია ვაზისა და ღვინის წარმოებასთან.

შემდეგ  მოვინახულებთ ღვინის მუზეუმს და ღვინის პალატას, გაიმართება ღვინის ტური დეგუსტაციითა და ექსკურსიით.

გავემგზავრებით ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გავეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალფეროვან არქიტექტურის ნიმუშებს და ყოფაცხოვრების თავისებურებებს.

ვახშამი-ქართული სამზარეულო. აბორიგენული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო.  

 

     2 დღე

 საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა.

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით საქრთველოს უძველესი  დედაქალაქის მცხეთის მოსანახულებლად.  რომელიც მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან.  მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სვეტიცხოველიმე-X-საუკუნე. სადაც დაბრძანებულია იესო ქრისტეს კვართი და განთავსებულია საქართველოს მეფეების პანთეონი.

სამთავროს დედათა მონასტერი მე-IV და მე- XI- საუკუნეები. ქრისტიანობის შემოსვლა, წმინდა ნინო ქართველთა გამქრისტიანებლის სამოღვაწეო ადგილი.  

„შატო მუხრანი“  ღვინის მარანი დეგუსტაცია და ექსკურსია.

  სადილი რესტორანში-  ქართული ტრადიციული კერძებით.

  გიორგი ბარისასვილის მარანი, სადაც დააგემოვნებთ ქართული ტქენოლოგიებით დამზადებულ ქვევრის ღვინოებს.  

ჯვრის მონასტერი მე- V- საუკუნე .

ვახშამი თბილისში.

 

        3 დღე

        აღმოსავლეთ საქართველო. ალზნის ველი-ღვინის სამშლობლო.

საუზმის შემდეგ მივემგზავრებიტ აღმოსავკლეთ საქართველოში გადავივლით გომბორის უღელტეხილს (1620მ ზღ.დ.). ალავერდის საკათედრო ტაძარი მე-IV -XVII საუკუნეები.  უძველესი ტრადიციული მარანი.

იყალთოს მონასტერი  VIII-IXსაუკუნეები, სადაც შემორჩენილია  ძველი სასულერო  აკადემია, მარანი, სატრაპეზო.

სადილი. 

ძველი შუამთის მონასტერი მე-V -VII საუკუნეები - უძველესი ქვევრები და არქიტექტურა.

 ახალი შუამთა, მონასტერი მე-XVI-საუკუნე.

წინანდალი, ალექსნდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი  მე-XIX-საუკუნე. ქართული არისტოკრატიის სამყარო.

მარანი, ვინოთეკა და ღვინის დეგუსტაცია.

ძველი სატხტო ქალაქი თელავი ერეკლე მეფის სასახლე.

ვახშამი ტრადიციული უგემრიელესი კერძებით, კახური ღვინით და კეთილი გულით.

4 დღე

    ღვინის სამყარო.

საუზმის შემდეგ მივემგზვრებით ნაფარეულში „ტყუპების მარანი“-ღვინის მუზეუმი და ღვინის დეგუსტაცია.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი მე IV-VI საუკუნეები. საინტერესო არქიტექტურით და ხედებით, ძვ. წ. დათარიღებული მარანი.

სადილი „ ქინძმარაულში“.

გლეხური მარანი რვინის დეგუსტაციით.

გრემის მონასტრი მე-XVI საუკუნე. ულამაზესი კედლის მხატრვრობა. ალაზნის ველი.

ღვინის ქარხანა „ ქინძმარაული“, მარანი, ღვინის ტური ქარხნიოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ტიპის ღვინის დეგუსტაცია, ტრადიციული არყის სახდელი.

ვახშამი არყის სახდელში ტრადიციული პოლიფონია და ქართული სუფრა თამადით.

 

5 დღე

          ლამაზი ხედები და გემრიელი ღვინო.

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით სიღნაღში ციხე-ქალაქი მე -XVIII-მე-XIX საუკუნეები.

ქალაქიდან იშლება ალაზნის უმშვენიერესი ველი სადაც უნიკალური ვაზის ჯიშები ხარობს და  ყველაზე ბევრი ვაზია.

სიღნაღის მუზეუმი ღვინის და ვაზის არტ ფაქტებით.

მარანი „ხოხბის ცრემლები“ -ღვინის დეგუსტაცია.

ბოდბის მონასტერი მე-IV-მე-IXსაუკუნეები. წმინდა ნინო საქრთველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის საფლავი.

უდაბნოში გაშენებული დავით-გარეჯის ლავრა მე-VI-მე XIIსაუკუნეები.

კლდეში ნაკვეთი მონასტრები, უნიკალური კედლის მხატვრობა, უდაბნოს საოცარი პანორამა.

 გამოსამშვიდობებელი ვახშამი თბილისში.

         ღირებულებაში შედის:

ტრანსფერი

სასტუმრო

კვება

მუზეუმები.

ღვინის დეგუსტაციები.

 

ღირებულებაში არ შედის:

 სავიზო მოსაკრებელი.

ფასი მოცემულია დღეის მდგომარეობით ერთ ადამიანზე.

გასავლელი მანძილი:570 კმ.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 568-814-212 ან (032)-2-340-350 ნინო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00