თბილისი: ტურები, ფასები და რჩევები
აბანოთუბნის გოგირდის აბანოები, ნარიყალა, სოლოლაკის აივნიანი სახლები და მტკვრის ხეობაში ჩაწოლილი ძველი ქალაქი. ქუთაისიდან 230 კმ-ია, ბათუმიდან მატარებლით დაახლოებით 5 საათი.
- ვალუტაGEL
- სეზონიაპრ, მაი, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა0 სთ
მოქმედი შეთავაზებები
მიმოხილვა
საქართველოს დედაქალაქი თბილისი, კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და ინდუსტრიული ცენტრია. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. ვახტან გორგასალმა ადგილი ნადირობისას აღმოაჩინა, აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. დღესდღეობით თბილისში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღამის ცხოვრებით, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებით და ბიზნეს-სამიტებით.
რა ვნახოთ
კულტურული ძეგლები: სამების საკათედრო ტაძარი, სიონი, ქაშუეთი, ნარიყალის ციხე-სიმაგრე;
მუზეუმები: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, წიგნის მუზეუმი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი;
ბუნება: კუს ტბა, ლისის ტბა, ჭილის ტბა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ზღვა, თბილისის ეროვნული პარკი, ლეღვთახევის ჩანჩქერი;
ტურისტული ადგილები: აბანოთუბანი, მთაწმინდის პარკი, ძველი თბილისი, თემქის მონუმენტი- საქართველოს მატიანე, შარდენის ქუჩა;
ღამის ცხოვრება: ბასიანი, ხიდი, მტკვარზე, კაფე-გალერი, დაივ ბარი, კანუდოსი, ფაბრიკა და სხვ.
კლიმატი
თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. ზომიერად ცივი ზამთარია და ცხელი ზაფხული. უხვნალექიანია მაისი, მცირენალექიანი — იანვარი.
ტრანსპორტი
თბილისში რამდენიმე სახის ტრანსპორტით შეგიძლიათ სარგებლობა:
თბილისის მეტრო- მეტროპოლიტენს ორი ხაზი აქვს
ავტობუსი
სამარშუტო ტაქსი
ტაქსი
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
პრაქტიკული ინფორმაცია
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1ძველი თბილისი და აბანოთუბანიგოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- 2ნარიყალაIV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- 3მთაწმინდაფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- 4რუსთაველის გამზირიოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- 5სოლოლაკიXIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- 6მშრალი ხიდის ბაზრობაძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
- 7ეთნოგრაფიული მუზეუმიღია ცის ქვეშ, კუს ტბასთან: სხვადასხვა კუთხის ძველი სახლები, ოდები და მარნები