national delicacy

წმინდა ნინოს ნაკვალევზე

  • ID: 11066
  • ნახვები: 14639
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია EDIA Travel Group გთავაზობთ ერთდღიან ტურს -  საგარეჯო (წმ.ნინოს მონასტერი)  - ბოდბის არქეოპოლისი - სიღნაღი. ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ იმ უძველეს ღირსშესანიშნაობებს, რაც ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული და გექნებათ შესაძლებლობა, ფეხით გაიაროთ იმ გზაზე, სადაც ოდესღაც წმ.ნინომ ვაზის ჯვრით ხელში გაიარა. ტურის განმავლობაში თქვენ ესტუმრებით:

  • საგარეჯოს წმ. ნინოს სახელობის მონასტერი - XV- XVII სს.
  • ბოდბის არქეოპოლისი - ძვ.წ.  I ს. - ახ.წ-V ს. მ. ამ ტერიტორიაზე ძველად გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც ხორნაბუჯიდან მოდიოდა.
  • ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი - IV- IX სს. ტაძრის აგება - დამშვენება მიეწერება საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს და მის ძეს ბაქარს. აქ არის  დაკრძალული წმინდა ნინო..
  • ღვთისმშობლის ნასამხრალის ეკლესია - XV ს. აღნიშნულ ეკლესიას მოინახულებთ ლაშქრობისას.
  • სიღნაღი - XVIII საუკუნის ციხე ქალაქი, რომლიც გარშემორტყმულია 2.5 კმ. სიგრძის გალავნით, ციხეს 23 კოშკი და 5 შესასვლელი აქვს, ხოლო  ძველ დროში თითოეულ კოშკს საკუთარი სახელი ჰქონდა. სიღნაღი გამორჩეულია  თავისი ფერადი აივნებით, ალაზნის და კავკასიონის ულამაზესი ხედებით, თავისი ისტორიითა და კულტურით.

ქალაქში ესტუმრებით სიღნაღის მუზეუმს, სადაც დაცულია ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კოლექციები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ფოტო და დოკუმენტური მასალები, ასევე მუზეუმის მთავარი სიამაყე და სიმდიდრე- ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები. სიღნაღში ყოფნისას მოილოცებთ წმ.სტეფანეს და წმ.გიორგის სახელობის ეკლესიებს.

 

  მარშრუტი :

8:00 - გასვლა თბილისიდან;

           საგარეჯო - წმ. ნინოს მონასტერი;

           ბოდბის არქეოპოლისი;  ბოდბის წმ.ნინოს მონასტერი; ნინოს წყარო.

           მოკლე ლაშქრობა წმ.ნინოს ნაკვალევზე (მანძილი 4 კმ.) გზად ღვთისმშობლის ნასამხრალის   

            ეკლესია.

           სიღნაღი (ეროვნული მუზეუმი;  წმ.სტეფანეს და წმ.გიორგის ეკლესიები)

 20:00 - გამოსვლა სიღნაღიდან თბილისისკენ.

 

ტურის სახე : კულტურული, პილიგრიმული, სალაშქრო.

 სრული  გზა - 220 კმ.

 ტურის ღირებულება -  28 ლარი ერთ პერსონაზე.

გასვლა : ზემო სამგორის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ან ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ :

568-814-212. ოფისი -  2 340 350

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00