კახეთი
საქართველო

კახეთი: ტურები, ფასები და რჩევები

ქვევრის ღვინო, ალაზნის ველი კავკასიონის ხედით, სიღნაღი და ძველი მონასტრები. თელავამდე გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია, მანქანით ორ საათამდე.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
კახეთი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

 კახეთში არაერთ უძველეს ეკლესია-მონასტრებს, ციხესიმაგრეებს და კულტურულ ძეგლს ნახავთ: შუამთა, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, იყალთოს მონასტერი, ნეკრესი, ალავერდი, გრემი და სხვ.

 კახეთს გააჩნია უამრავი მარანი, მათ შორის შალაურის, თელავის, შუმის, ვაზიანის ღვინის მარნები, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია და კახეთის ადგილობრივების სტუმართმოყვარეობის გამოცდა.

 

კახეთი და მეღვინეობა:

80-მდე ვაზის ჯიში;

ძირითადად მშრალი ღვინო მზადდება;

პოპულარული ჯიშები:  რქაწითელი, ხიხვი, ქისი, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული კახური და საფერავი;

 

კახეთის კლიმატი

 აქ ჰავა საკმაოდ მშრალია, ზამთარი სუსხიანია, ზაფხულში კი საკმაოდ ცხელა. აღსანიშნავია, ბუნების მრავალფეროვნება, რომელიც იტევს ვაშლოვანისა და დავით-გარეჯას ნახევარუდაბნოებს, და ამავდროულად, ჩანჩქერებით სავსე ლაგოდეხის ნაკრძალს, თოვლიან კავკასიონის ქედის მწვერვალებსა, თუ ფოთლოვანი ტყის მასივებს.

 

კახური სამზარეულო

 კახეთის სამზარეულო ძირითადად ხორციანი კერძებისგან შედგება, მათ შორის: მწვადი, ჩიხირთმა, ჩაქაფული და სხვ. რასაც შოთის პურთან ერთად მიირთმევენ. დააგემოვნეთ ყურძნის წვენისგან დამზადებული ტრადიციული ტკბილეული- ჩურჩხელა და ფელამუში.ㅤ

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

რა ვნახოთ

  1. 1სიღნაღიციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  2. 2ბოდბის მონასტერიწმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  3. 3ალავერდიXI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  4. 4გრემიXVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  5. 5წინანდალიჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  6. 6დავით გარეჯაკლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
  7. 7ლაგოდეხის ნაკრძალიტყის ბილიკები ნინოსხევის ჩანჩქერამდე
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.