national delicacy

დავით გარეჯი - სიღნაღი

  • ID: 10653
  • ნახვები: 16983
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

დავით გარეჯი - სიღნაღი

 

ტურისტული კომპანია EDIA Travel Group გთავაზობთ ერთდღიან  საშემოდგომო ტურს : დავით გარეჯა-ბოდბის მონასტერი- ხირსის მონასტერი- სიღნაღი.

  • დავით გარეჯა - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი VI-XVIII ს. მონასტრის დამაარსებელია ასურელი წმინდა მამა დავით გარეჯელი. გარეჯი არქიტექტურის გარდა გამორჩეულია კედლის მხატვრობით,რომელიც თავისუფალია ბიზანტიური გავლენისგან. 1616 წელს შაჰ-აბასმა აქ 6000 ბერი ამოხოცა და მონასტერი გაძარცვა. აქ შეიქმნა საგალობელი ,,შენ ხარ ვენახი’’.
  • ბოდბის მონასტერი - IV- IX სს.  აქ აღესრულა და დაიკრძალა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ამჟამინდელი კედლის მხატვრობა მიეკუთვნება 1823 წელს.
  • ხირსის მონასტერი - VI – XVI სს. მონასტერი დააარსა ასურელმა წმინდა მამამ სტეფანე ხირსელმა,რომელიც იქვეა დაკრძალული. ტაძარი მრავალჯერაა გადაკეთებული; ერეკლე II მეფობის დროს ხირსა  ჯარის შეკრების ადგილი იყო.
  • სიღნაღი -    XVIII საუკუნის ციხე-ქალაქი,რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს, გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და კოლორიტით.

მარშრუტი

8:00  - გასვლა თბილისიდან;

10:00 - გარეჯა - დავითის ლავრა და აღდგომის ტაძარი

13:30 - კაჭრეთი 

15:00 - ბოდბის მონასტერი;

16:30 - ხირსის მონასტერი

17:40 - სიღნაღი- (ეროვნული მუზეუმი და სარაჯიშვილის მუზეუმი, წმ.სტეფანეს და წმ.გიორგის ეკლესიები)

19:00 - ვახშამი სიღნაღში

22:00 - გამოსვლა სიღნაღიდან თბილისისკენ.

 

სრული გასავლელი მანძილი - 320 კმ.

მდებარეობა - ცივ-გომბორის სამხრეთი ქედი.

ტურის ღირებულება -ერთ პერსონაზე- 53ლარი. კვების გარეშე -37ლარი

ღირებულება მოიცავს :

  • ტრანსპორტირება
  • საღამოს ვახშამი სიღნაღში
  • გიდი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე37.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა