national delicacy

სვანეთი...ზაფხულის გაცილება

  • ID: 9117
  • ნახვები: 11411
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/15
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

♥სვანეთი

გასვლა: 
ხუთშაბათი, ღამის 00:00 საათი, მეტრო ნაძალადევი

♥მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - ბეჩო - მესტია, უშგული - თბილისი

♥ვნახავთ და დავინახავთ: 
დადიანების სასახლე , ენგურჰესი, სოფელი ბეჩო, მაზერის ეკლესიები , ლატალის ეკლესიები , ლენჯერის ეკლესიები , მესტია , მესტიის მუზეუმები , ჰაწვალი , ხედები უმაღლეს მწვერვალებზე, იფარი , კალა , სიყვარულის კოშკი , უშგული , მდინარე ენგურის სათავე. შხარას მყინვარი, ქორულდის ტბები და მოკლედ ყველაფერი რასაც მოვასწრებთ. :)


♥ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე 

♥ტურის საფასური: 90 ლარი (+1) (სიაში მოსახვედრად ხდება თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე )

♥საფასურში შედის: ტრანსპორტირება და გამყოლი

♥საკვები მოგვაქვს ინდივიდუალირად სამი დღის სამყოფილ ყველას. 

♥ამინდი: 
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

♥რა წავიღოთ? 

კარავი, საძილე , პარალონი. 3 დღის სამყოფი საკვები და წყალი. ფანარი, მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე. საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდები ,რაიმე თბილი მოსაცმელი, კარგი განწყობა და ღიმილი ოფტომ :) თუ ვინმე უკრავთ და თან მღერით, ან მარტო უკრავთ, წამოიღეთ ინსტრუმენტი :)

სასურველია: პირადი აფთიაქი, ქუდი. სათვალე.

♥რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი. (არანაირი წვეტასები, ტყავის შარვლები და ტყავის "კურტკები" ! )

♥გასათვალისწინებელი პირობები: 

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

593 22 57 20 ლელა
555 94 20 01 თენგო

ჩარიცხვის ბოლო დღე სამშაბათი 

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური

დამატებითი ინფოსთვის მომმართეთ მენა :)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე90.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/15
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა