მოინახულეთ ულამაზესი სვანეთი
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• ტური გაიმართება ყოველ: პარასკევს.შაბათ.კვირას
ტურის მოცულობა 7----14----21 პერსონა
ტურის აღწერილობა
1) დღე
* გასვლა თბილისიდან სვანეთის მიმართლებით
* დადიანების სასახლე ზუგდიდში
* ენგურის წყალსაცავი
* მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* მიხეილ ხერგიანის სახლს-მუზეუმი და მარგიანების სახლ–მუზეუმი
* სასტუმროში დაბინავება მესტიაში 458 km
2) დღე
* გამგზავრება უშგულის მიმართულებით
* გზად სოფელ იფართან შეგვხდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი
* უშგულის ეთნოგრაფიული მუეზეუმი
* ლამარია- ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
საღამოს გასეირნება მესტიაში 5 km
3) დღე
* ჰაწვალი, საიდანაც დავინახავთ ულამაზეს უშბას და დავტკბებით ჰაწვალის ხედებით
* სოფელი ლატალი – მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები
* გამომგზავრება თბილისისკენ
გასვლის დრო და ადგილი
ქ.თბილისი: დიდუბე, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია 5:00 სთ
• თუ განსაკუთრებული საჭმელი გნებავთ თანხის გადახდა მოგიწევთ სასტუმროში
• მაგ, ხინკალი.მწვადი და ასე შემდეგ
• საოჯახო ტიპის სასტუმრო მესტიაში კომფორტული ნომრებით,
• ტრანსპორტირება (კომფორტული 4 x 4 ზე მინივენით)
• გამყოლის მომსახურება,
• ასევე არ შედის ჰაწვალის საბაგიროზე გასეირნების თანხა
• მაილი:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.