სტაჟირება კომპანიაში "აღმოაჩინე საქართველო"

ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათბილისი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID9047

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

,,აღმოაჩინე ’’ მუდმივად ახორციელებს სტაჟირების 2 თვიან ციკლს სტუდენტებისთვის და ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მსურველი კანდიდატურისთვის.

სტაჟირების სრული საფასურია

სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან და გაეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

• ტურების ფორმირება სა და საზღვარგარეთ

• ოფიციალური კორესპოდენცია;

• საერთაშორისო კორპორატიული და დიპლომატიური პროტოკოლი;

• ფინანსური დოკუმენტაცის წარმოება;

• ტურების ბიუჯეტირება;

• ავიაბილეთების დაჯავშნა;

• საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები;

• სავიზო პროცედურები;

• Service Plus;

• Outlook Microsoft Office;

• მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები სა თუ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში;

• საინფორმაციო გასვლითი ტურები;

• ტურისტული კოპმანიის რეალური ფუნქციონირება - პატნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები;

გარემო სადაც სტაჟიორები გადიან სტაჟირებას არის თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ერთიან სივრცეში განლაგებულია მოქმედი და სასწავლო ცენტრი - ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც სტაჟორს მეტ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ აითვისოს ტურიზმის სექტორის პრაქტიული უნარ-ჩვევები, არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები.

,,აღმოაჩინე -ს’’ ტურიზმის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას გადიან ს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, ,,აღმოაჩინე -სა“ და „სეუ-ს“ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის ფარგლებში. ,,აღმოაჩინე -ს’’ ტურიზმის სასწავლო ცენტრში, განათლების სამინისტროს დაკვეთით ასევე პრაქტიკები გაიარეს 15 ლექტორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში. სასწავლო ცენტრი ხშირად მასპინძლობს ს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს, ქართული თუ უცხოური ტურისტული კოპმანიების თანამშრომლებსა თუ ლექტორებს.

გაიარე სტაჟირება და აღმოაჩინე !

იხ:

თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ

თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.

რა ვნახოთ

  • ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
  • ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
  • მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
  • რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
  • სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
  • მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას

როგორ მივიდეთ

ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.

თბილისი: გზამკვლევი
თბილისი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თბილისს?
ძველი ქალაქი, ნარიყალა, აბანოები და მთაწმინდა 2 დღეში ჯდება. მესამე დღეს შეიძლება მუზეუმები დაამატოთ ან მცხეთაში წახვიდეთ — 20 კმ-ია.
რომელ უბანში ჯობს დარჩენა?
ფეხით სეირნობისთვის — ძველი თბილისი და სოლოლაკი, უფრო მშვიდი ღამისთვის — ვაკე ან ვერა. აეროპორტიდან ან ვაგზლიდან მეტროთი მოხერხებულად მიხვალთ ნებისმიერ მათგანში.
როგორ ვისარგებლოთ გოგირდის აბანოებით?
აბანოთუბანში ცალკე ოთახები საათობრივად ქირავდება, საერთო განყოფილებები კი იაფია. შაბათ-კვირას სჯობს წინასწარ დაჯავშნა, მასაჟი (ქისა) ცალკე იხდება.
სად წავიყვანოთ ბავშვები?
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორით, საბაგირო ნარიყალაზე, ზოოპარკი და კუს ტბა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად. ზაფხულში — თბილისის ზღვის პლაჟი.
როგორ გადავადგილდეთ ქალაქში?
ცენტრში უმჯობესია ფეხით და მეტროთი, დანარჩენ ადგილებში — ავტობუსით ან აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით. საცობები ყველაზე დიდია დილის 9–10 და საღამოს 6–8 საათზე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.