ერთკვირიანი დაუვიწყარი ტური შავიზღვისპირეთში *
ფოტო: კოლხი · CC BY-SA 4.0; Philipp Weigell · CC BY 3.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ხანგრძლივობა 7 დღე !
ერთ ადამიანზე
<> ტრანსპორტირება
<> სასტუმრო
<> ორჯერადი კვება
<> ფოტო და ვიდეო გადაღება
<> გასეირნება იახტით
<> სტუმრობა აჭარის მაღალმთიან რეგიონში
<> სამწვადე ჩანჩქერზე
ტურის სრული აღწერილობა:
1დღე .
გასვლა თბილისიდან 06:00 სთ. ჩასვლა ქობულეთში. დაბინავება სასტუმროში. კვება. თავისუფალი დღე. ბანაობა ზღვაზე. ვახშამი.
2დღე.:
მოვინახულებთ შეკვეთილს, ურეკს, ურეკში შევჩერდებით. ვიბანავებთ ზღვაზე. ვისადილებთ. გავემართებით ჩაქვშ ატრაქციონებზე გასართობ ცენტრში. საღამოს დაბრუება ქობულეთში. ვახშამი
3 დღე:
ბათუმი. მოვინახულებთ მტირალას ნაკრძალს. მწვანე კონცხს, ბოტანიკურ ბაღს, ვისადილებთ. ვიბანავებთ ზღვაზე, გავისეირნებთ იახტით. დავათვალიერებთ ღამის ბათუმს. დავბრუნდებით ქობულეთში. ვახშამი.
4 დღე :
გონიო, გონიოს ციხე , სადილი, კვარითი , სარფი, სადაც ვიბანავებთ ზღვაზე,მოვაწყობთ პიკნიკს, პიკნიკის საღამოს ბათუმში გასეირნება.დაბრუნება ქობულეთში. ვახშამი
5 დღე:
მაღალმთიანი აჭარა. თხილნარის ჩანჩქერი. სამწვადე და პიკნიკი ჩანჩქერთან. დაბრუნება ქობულეთში. ვახშამი
6 დღე:
დასვენება ქობულეთში. სადილი ვახშამი.
7 დღე - გამომგზავრება თბილისში .
თქვენ გელით უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო დასვენება. მაქსიმალური კომფორტი და მყუდრო გარემო თქვენთვის საგან!
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.