national delicacy

ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში

  • ID: 8416
  • ნახვები: 15018
complogo
ნიუ თრეველ ტურს
დამატებითი ინფორმაცია

თბილისიდან გავემგზავრებით სამცხე-ჯავახეთში, საქართვლოს უძველეს კუთხეში. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს.  არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. მისი ღირშესანიშნაობებიდან ამჯერად ვეწვევით რაბათის ციხეს (IXს), რომელიც ამ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. აქ მოინახულებთ ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს, კოშკებს, ეკლესიებს და მეჩეთს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. რაბათის მთელ ტერიტორიას გარს არტყავს ტრადიციული ოთხი კოშკი, საიდანაც ფანტასტიური ხედი გადაგეშლებათ. ამის შემდეგ გავემგზავრებით საფარას მოსანახულებლად (X ს),  რომელიც საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია.  მასში კარგად ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა. ტურს დავასრულებთ ხერთვისის ციხის მონახულებით. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში.  მთელი ანსამბლი ისეა შერწყმული კლდესთან, რომ მას მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.  

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე96.00
ნიუ თრეველ ტურს