დაშბაშის კანიონი

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქვემო ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID8409

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ფასი მოიცავს :

ტრანსპორტირებას

გამყოლის მომსახურებას

ფეხით გასავლელი მანძილი

4-5 კმ

სრული მარშუტი

თბილისი-მანგლისი-წალკა-დაშბაში-თბილისი

სანახავი ობიექტები:

დაშბაშის ეკლესია

დაშბაშის კანიონი

(დროის ქონის შემთხვევაში მანგლისის ეკლესია)

რა წავიღოთ?

1 დღის სამყოფი საკვები და წყალი. მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე. (ვისაც გაგრილება უნდა საცურაო კოსტიუმი ან შორტი) გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდები ,რაიმე თბილი მოსაცმელი, კარგი განწყობა და ღიმილი ოფტომ :) თუ ვინმე ურავთ წამოიღეთ ინსტრუმენტი...

რა ჩავიცვათ?

მოხერხებულად, სალაშქროდ , სპორტულად, სხარტად :) (არანაირი წვეტასები, ტყავის შარვლები და ტყავის "კურტკები" ! )

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში

არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !

ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !

საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)

არ ვყრით ნაგავს!

არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)

არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.

არ ვბილწსიტყავობთ!

არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!

არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!

ვემორჩილებით ორგანიზატორს! რადგან ისარის გასვლის უზენაესი პირი

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა

თენგო

ჩარიცხვის ბოლო დღე პარასკევი, საღამოს 18:00 საათი.

ს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GEL

მიმღები: ლელა წიკლაური

ჩარიცხვისთანავე ვრეკავთ ან ვატყობინებთ ტექსტურად ორგანიზატორს ამის შესახებ.

ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.

რა ვნახოთ

  • დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
  • ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
  • დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
  • ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
  • ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
  • მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.

ქვემო ქართლი: გზამკვლევი
ქვემო ქართლი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ქვემო ქართლის ერთ დღეში ნახვა?
ერთ დღეში ჯდება ან დმანისი და ბოლნისი, ან წალკა და დაშბაშის კანიონი. ორივე მიმართულებისთვის ორი დღე ან ერთი ღამე წალკაში სჯობს.
როგორ მივიდე ბრილიანტის ხიდამდე?
ხიდი დაშბაშის კანიონზეა, წალკის მახლობლად; თბილისიდან მანქანით დაახლოებით 2 საათია. ზემოდან ხიდამდე და კანიონში ჩასასვლელად მოხერხებული ბილიკებია.
რა არის დმანისში სანახავი?
შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები, სიონის ტაძარი და არქეოლოგიური გათხრების ადგილი მუზეუმით. ზაფხულში გათხრები აქტიურია და ზოგჯერ მკვლევრების მუშაობასაც დაინახავთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ალგეთის პარკის მოკლე ბილიკები, დაშბაშის ხიდი და ჩანჩქერები ბავშვებსაც მოსწონთ. ბირთვისის ბილიკი უფრო გრძელია და ციცაბო ადგილები აქვს, პატარებისთვის რთული იქნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.