ქვემო ქართლი
საქართველო

ქვემო ქართლი: ტურები, ფასები და რჩევები

დმანისის ნაქალაქარი, სადაც ევროპის უძველესი ადამიანების ნაშთები იპოვეს, ბოლნისის სიონი და წალკის კანიონის შუშის ხიდი. რეგიონი თბილისის სამხრეთით იწყება — რუსთავამდე სულ 25 კმ-ია.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
ქვემო ქართლი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. ესაზღვრება აზერბაიჯანი და სომხეთი. რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარეა და თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. 

რა ვნახოთ ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში ისტორიით სავსე ციხესიმაგრეებს, არქეოლოგიურ ძეგლებს და ეკლესია-მონასტერს ნახავთ. ბუნების მოყვარულებისთვის აღმოსაჩენი უამრავი ჩანჩქერი, კანიონი თუ ტბაა. 

ადგილები ლაშქრობისთვის: დაშბაშის კანიონი, ალგეთის ეროვნული პარკი, გარდაბნის აღკვეთილი, ბირთვისი. 

აქვეა არაერთი კურორტი დედაქალაქთან ახლოს: ოქროყანა, კოჯორი, მანგლისი, დმანისი და სხვ. 

საინტერესო კულტურული ძეგლებია: ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ბოლნისის სიონი, კლდეკარის ციხე, მარტყოფის მონასტერი.

ქვემო კართლის კლიმატი 

ქვემო ქართლში ძირითადად მშრალი სუბტროპიკული კლიმატია. ბარში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა. ლანდშაფტის ძირითადი ნაწილი ველებია. ტერიტორია მდიდარია ტბებითა და წყალსაცავებით. 

ქვემო ქართლის სამზარეულო ქართლის სამზარეულო განთქმულია წვნიანებით. აქ გასინჯავთ პურის ხარჩოს, ღოლოს და შინდის შეჭამანდს. ადგილობრივები კერძებში ნაირგვარ მწვანილს, მწნილეულს და ბოსტნეულს იყენებენ. რეგიონში განვითარებულია მეხილეობაც.  

    როდის წავიდეთ

    იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
    საუკეთესო კარგი
    საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
    ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
    ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.

    პრაქტიკული ინფორმაცია

    გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
    სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
    რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
    კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.

    როგორ მივიდეთ

    მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.

    რა ვნახოთ

    1. 1დმანისიშუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
    2. 2ბოლნისის სიონიV საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
    3. 3დაშბაშის კანიონიწალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
    4. 4ბირთვისის კანიონიკლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
    5. 5ალგეთის ეროვნული პარკინაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
    6. 6მანგლისიძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
    7. 7პიტარეთის მონასტერიXIII საუკუნის ტაძარი ტყიან ხეობაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
    ქვემო ქართლი

    ხშირი კითხვები

    შეიძლება თუ არა ქვემო ქართლის ერთ დღეში ნახვა?
    ერთ დღეში ჯდება ან დმანისი და ბოლნისი, ან წალკა და დაშბაშის კანიონი. ორივე მიმართულებისთვის ორი დღე ან ერთი ღამე წალკაში სჯობს.
    როგორ მივიდე ბრილიანტის ხიდამდე?
    ხიდი დაშბაშის კანიონზეა, წალკის მახლობლად; თბილისიდან მანქანით დაახლოებით 2 საათია. ზემოდან ხიდამდე და კანიონში ჩასასვლელად მოხერხებული ბილიკებია.
    რა არის დმანისში სანახავი?
    შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები, სიონის ტაძარი და არქეოლოგიური გათხრების ადგილი მუზეუმით. ზაფხულში გათხრები აქტიურია და ზოგჯერ მკვლევრების მუშაობასაც დაინახავთ.
    შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
    კი: ალგეთის პარკის მოკლე ბილიკები, დაშბაშის ხიდი და ჩანჩქერები ბავშვებსაც მოსწონთ. ბირთვისის ბილიკი უფრო გრძელია და ციცაბო ადგილები აქვს, პატარებისთვის რთული იქნება.

    ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.