ტურის დროს შესაძლებლობა გვაქვს მოვინახულოთ:
- უძველესი V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ კლდეზე აგებული ხორნაბუჯის ციხესიმაგრე, საიდანაც ალაზნის ველი და კავკასიონის ქედი ხელის გულივით მოჩანს.
- ულამაზესი ბუნების ძეგლი არწივის ხეობა,სადაც შესაძლებელია, როგორც მონავარდე ორბების დათვალიერება, ასევე 9 სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვა. მათ შორის აღსანიშნავია: გველიჭამია არწივი; ფასკუნჯი, კოლხური ხოხობი და შავი ყარყატი.
- ელიას მთა. შუა მთაში გამოჭრილ, ფართო მღვიმეში აშენებულია წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი.ისტორიული ძეგლი V-VI საუკუნეებით თარიღდება და მისი აღდგენა 2007 წელს მოხდა.ელიას მთიდან იშლება შირაქის ველის ულამაზესი ხედები.
- ქალაქი სიღნაღი სადაც ყოველ კუთხეს, ადგილს, სახლს, ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს. იგი თავისი გალავნითა და კოშკებით აბჯარში ჩამჯდარი რაინდივით გადასცქერის ალაზნის ველს.
- პირველად ში,ყოველი ტურის განმავლობაში გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად ყოველივე რაც ტურისტს, მოგზაურს და ზოგადად ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანს ესაჭიროება.