national delicacy

თბილისი - მწვანე მონასტერი - საფარა - რაბათი - თბილისი

  • ID: 83
  • ნახვები: 34350
complogo
გუდ თრეველი - Good Travel
დამატებითი ინფორმაცია

სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
მარშრუტი : თბილისი -  მწვანე მონასტერი - საფარა - რაბათი - თბილისი
ხანგძლიობა: 1 დღე (გასვლა დილის 8 საათზე, დაბრუნება  9 საათზე)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
მანძილი: 450 კმ.

გასვლა:   19/05/2013

ფასი - 59  52 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება, ფასში არ შედის: რაბათში შესასველელი ბილეთი)

1. მწვანე მონასტერი IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.

2. საფარის მონასტერი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე).

3. რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზე გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით


მის:  ქეთევან დედოფლის გამზ. 53ა
Tel:   2 144-111;  
Mob:  557 474-144;
Email: info@goodtravel.com.ge ;
Email: noe@goodtravel.ge ; 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
გუდ თრეველი - Good Travel