national delicacy

აღმოაჩინე მისტიური ნუნისი

  • ID: 8217
  • ნახვები: 14617
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/08/15
    დაბრუნება
    • 02/08/15
დამატებითი ინფორმაცია

სრულად ქართულადმოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 1-2 აგვისტოს, (შაბათ-კვირა) გთავაზობთ ორდღიან სათავგადასავლო-სალაშქრო ტურს ნუნისში

♥შეხვედრის დრო და ადგილი: 1 აგვისტო, შაბათი მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. შეკრება 06:30 ზე, გასვლა ზუსტად 07:00 ზე ! 

♥ტურის ღირებულება: 30 ლ (+1) (სიაში მოსახვედრად ხდება თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე )

♥ფასი მოიცავს : 
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
აღჭურვილობა (კარავი, საძილე, პარალონი) ვისაც არ აქვს.

♥ფეხით გასავლელი მანძილი
5-6 კმ 

♥მოვინახულებთ:

1.სურამის ციხე XII-XIII საუკუნე
2. სურამის კვირაცხოვლის ეკლესია
3.კურორტი ნუნისი
4.ნუნისის ღვთისშობლის ეკლესია 
5.ნუნისის პატარა ჩანჩქერები
6. ნუნისის სამკურნალო წყალი, როგორც დასალევი, ასევე აბაზანებიცაა და სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვიჭყუმპალაოთ აუზზე :)
7. გასეირნება საბაგიროთი ულამაზესი ხედებით (სურვილისამებრ)
8.მისტიური გამოქვაბული ტყის სიღრმეში "ბერების კლდე"
9.ულამაზესი ტყე და ხედები

♥რა წავიღოთ?

კარავი, საძილე , პარალონი. 2 დღის სამყოფი საკვები და წყალი. ფანარი, მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე. საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდები ,რაიმე თბილი მოსაცმელი, კარგი განწყობა და ღიმილი ოფტომ :)


♥რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი. (არანაირი წვეტასები, ტყავის შარვლები და ტყავის "კურტკები" ! )

♥გასათვალისწინებელი პირობები: 

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

593 22 57 20 ლელა
555 94 20 01 თენგო

ჩარიცხვის ბოლო დღე ხუთშაბათი, საღამოს 18:00 საათი.

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე31.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/08/15
    დაბრუნება
    • 02/08/15