national delicacy

მარტყოფის ღვთაების მონასტერი - დავით გარეჯი

  • ID: 80
  • ნახვები: 28364
complogo
გუდ თრეველი - Good Travel
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

მარშრუტი - მარტყოფის ღვთაების მონასტერი - დავით გარეჯი
სახეობა : კულტურულ, შემეცნებითი
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 1 დღე
ფასი :  39 ლარი  (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება) 

გასვლა:    12 / 05 / 2013

 

1. მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან - წმ. ანტონ მარტყოფელი. აქვე, მაღალ მთაზე აღმართულია მამა ანტონის სვეტიც, რომელსაც ხალხი „მამა ანტონის კოშკს“ უწოდებს. აქედან მოჩანს თბილისი და მისი შემოგარენი, ლამის მთელი გარეკახეთიც. ამ სვეტზე, გადმოცემის მიხედვით, ბოლო თხუთმეტი წელი გაუტარებია მამა ანტონს ლოცვაში.

2. დავით გარეჯის მონასტერი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. დავითის ლავრა - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი დავითგარეჯის კომპლექსის მრავალი ასეული გამოქვბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზო კლდეშია ნაკვეთი. მონასტრის საერთო კომპლექსში შედის დავითის მოწაფეების - წმ. ილარიონისა და წმ. დოდოს მიერ უდაბნოს მთის ჩრდილოეთით დაარსებული ორი მონასტერიც - დოდოს რქა და ნათლისმცემელი. უფრო გვიან არის დაარსებული დანარჩენი სამი მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი.

3. გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი —მდებარეობს  დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ. მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
 

4. უდაბნოს მონასტერი - გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით


მის:   ქეთევან დედოფლის გამზ. 53ა;
Tel:    2 144-111; 
Mob:  555 47-11-42;
Email:  tornike@goodtravel.ge ;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
გუდ თრეველი - Good Travel
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა