ბიუჯეტი

ID: 7997
1

იმოგზაურე საქართველოში (4 დღე)

816 GEL

კონტაქტი

ქ. თბილისი, პეკინის ქ. 34
newtravelt@gmail.com
+995 595 501177
www.newtravels.ge

მდებარეობა - ხანგრძლივობა

ტურის გამართვის პერიოდი

00/00/00 - 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

ქ. თბილისი, პეკინის ქ. 34
newtravelt@gmail.com
+995 595 501177
www.newtravels.ge

გაზიარება

1 დღე: ტური დედაქალაქ თბილისში.

ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და სასტუმროში განთავსება. საუზმის შემდეგ მოვინახულებთ თბილისის ღირსშესანიშნაობებს: ვეწვევით აბანოთუბანს, აბანოებით ცნობილ უბანს, რომელიც მიწისქვეშა ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზეა გაშენებული. სწორედ ამ თერმულ წყლებს უკავშირდება თბილისის დაარსების ისტორიაც. აქ თქვენ მოისმენთ ლეგენდას თბილისზე, რის შემდეგაც ავალთ ნარიყალას ციხესიმაგრეზე. ციხის კედლებიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისზე, მდინარე მტკვრის ხეობასა და თრიალეთის ქედზე, რომელთა შორისაც ჩვენი დედაქალაქი გადაჭიმულა. ტურს გავაგრძელებთ მტკვრის მეორე ნაპირას მდებარე მეტეხის ეკლესიისკენ, რომელიც XIII საუკუნის კუთვნილებაა და მეტეხის კლდეზეა აღმართული.  აქ თქვენ შეგეძლებათ გადაიღოთ არაჩვეულებრივი ფოტოები, რომელთაც ფონად ძველი თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს და მისმენთ ამბავს ქალაქის მფარველ წმინდანებზე, რომლებიც საუკუნეების წინ ამ კლდეზე აწამეს. შემდეგ გავისეირნებთ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის პროსპექტზე, რომელიც საქართველოს მთელ ისტორიას ინახავს და რომელიც ოდითგანვე დიდი ქართველი პოეტების სასეირნო ადგილს წარმოადგენდა. ტური გაგრძელდებაკუს ტბისკენ, სადაც გექნებათ თავისუფალი დრო სასეირნოდ და დასასვენებლად. ღამისთევა თბილისში. 

2 დღე : კახეთი - ღვინით ცნობილი მხარე.

გამგზავრება კახეთში. დავათვალიერებთ ბოდბის მონასტერს (IX ს.), ციხე-ქალაქ სიღნაღს, სადაც გვექნება თავისუფალის დრო სასეირნოდ. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გზას თელავისკენ, მოვინახულებთ წინანდლის სახლ-მუზეუმს, სადაც ცხოვრობდა ალექსანდრე გრიბოედოვის ქვრივი - ნინო ჭავჭავაძე.  თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ მე -19 საუკუნის სასახლე / მუზეუმი, დატკბეთ ულამაზესი ბაღით. თვით სასახლე ეკუთვნოდა ცნობილ ქართველს, სამეფო ოჯახის წევრს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც რუსეთის არმიის გენერალი და ნაპოლეონის ომის მონაწილე იყო. ის ითვლება ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად. მუზეუმი აგრძელებს მეღვინეობის უძველეს ტრადიციას.  წინანდლის ღვინის მარანში შეგეძლებათ დააგემოვნოთ ღვინო ,,წინანდალი“. ტურს გავაგრძელებთ ყვარელში, სადაც მოვინახულებთ უძველეს ღვინის გვირაბს და დავაგემოვნებთ სხვადასხვა სახის ქართულ ტრადიციულ ღვინოს. ვახშამი და ღამისთევა თბილისში. 

3 დღე: უძველესი დედაქალაქი მცხეთა და გორი.

გავემგზავრებით ქალაქ გორში. გზად გავივლით უძველეს ქალაქ მცხეთას, სადაც მოვილოცავთ ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს - ჯვრის მონასტერს, ასევე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს. გორში ჩასვლის შემდეგ მოვინახულებთ უძველეს კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხესა და ატენის სიონს. ღამეს გავათევთ თბილისში. 

4 დღე:  ყაზბეგი

გავემგზავრებით ყაზბეგში საქართველოს სამხედრო გზის გავლით. გზად მოვინახულებთ ანანურის სამონასტრო კომპლექსს. ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში და ვესტუმრებით მაღალ მთაზე აღმართულ გერგეტის სამებას, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ყაზბეგის მწვერვალზე. ამის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

5 დღე: ტრანსფერი აეროპორტში

ტურისტების რაოდენობა

 

ფასი 1 კაცზე ორადგილიან ნომერში

 

 

სატრანსპორტო საშუალება

4-6

 

520 $

 

6 ადგ mini van

8-10

 

410 $

 

15 ადგ mini bus

 

 

 

 

 

12-14

 

375 $

 

17 ადგ bus

16-18

 

355 $

 

20 ადგ bus

20-22

 

350 $

 

28 ადგ  bus

24-26

 

340 $

 

28 ადგ  bus

ერთ ადგილიანი ნომერი

 

150 $

 

 

 

 

მსგავსი ტურები
vip
ლეგენდარული ტური ლეგენდარული ნიკალას სამშობლოში : სიღნაღი - ლეგენდარულ წინაპართა თავშესაფარი - ლეგენდარული წმინდა ნინოს მონასტერი - ლეგენდარული " პატარა კახი " - მარგარიტა და მილიონი წითელი ვარდები . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ქვევრებში დუღს მაჭარი ! ღვინის ტური სიღნაღში : მეღვინეობა " ხოხბის ცრემლები ! და არამარტო ღვინის ტური . . . შოკისმომგვრელი ტური ქიზიყში . . .
planebed2caseeatumbrellamen
40 GEL
ქვევრებში დაწურული ყურძენი დაღვინდა ! ღვინის ტური თელავში, წინანდალში, ყვარელში : " მეღვინეობა ხარება " - კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი . . . კორპორაცია " ქინძმარაული " . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ერთდღიანი ღვინის ტური სიღნაღში და ღვინის უფასო დეგუსტაცია მარანში " ხოხბის ცრემლები "
planebed2caseeatumbrellamen
40 GEL
თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ილიას ტბა - ღვინის გვირაბი - კორპირაცია " ქიმძმარაული " . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ვიპ ტურები საქართველოში kaxeti signagi kazbegi martvili batumi adjara vardzia rabati
planebed2caseeatumbrellamen
1 GEL
სიღნაღი "აუღებელი ციხესიმაგრე" კახეთი kaxeti signagi
planebed2caseeatumbrellamen
200 GEL
კახეთი ჩემო კახეთო
planebed2caseeatumbrellamen
220 GEL
ბოჭორმა უჯარმა ალავერდი იყალთო თეთრი გიორგი
planebed2caseeatumbrellamen
20 GEL
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა