national delicacy

თბილისის საფეხმავლო ტური

  • ID: 7984
  • ნახვები: 14535
complogo
ნიუ თრეველ ტურს
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

           თბილისის საფეხმავლო ტურს დავიწყებთ ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის გავლით, რომლებიც ძველი თბილისის ბაზრის ნაწილს წარმოადგენენ.  აქ  ღამის ცხოვრებისა და გართობის საუკეთესო ადგილებია. მოვინახულებთ იქვე მდებარე თბილისის ისტორიულ მუზეუმს, რომელიც წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თანამედროვე ხელოვნებასაც წარმოგვიდგენს. შემდეგ ვეწვევით სიონის ტაძარს, სადაც სხვა უამრავ სიწმინდესთან ერთად ინახება წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. კოტე აფხაზის ქუჩაზე დავათვალერებთ სინაგოგასა და ჯვრის მამის ეკლესიას, ეს უკანასკნელი 1921წ-დან იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. ანჩისხატის ეკლესიას, რომელიც თბილისში დღემდე შემორჩენილ ყველაზე ძველ საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენს. მდინარე მტკვარზე გამავალი მშვიდობის შუშის ხიდის გავლით კი, რომელიც საქართველოს წარსულიდან უკეთესი მომავლისკენ გზის სიმბოლოა, გავისეირნებთ რიყის პარკში, რომელიც ახალი რეკრეაციული კომპლექსია და თბილისის მნიშვნელოვან ისტორიულ უბანშია განთავსებული. პარკში დასვენების შემდეგ მოვინახულებთ მის წინ  კლდეზე აღმართულ მეტეხის ტაძარს, რომლის ადგილ მდებარეობა ტაძარს უფრო შთამბეჭდავს ხდის, აქ განისვენებს ქრისტიანობისათვის წამებული და წმინდანად შერაცხული შუშანიკი. ტაძრის დათვალიერებისა და მისი ისტორიის გაცნობის შემდეგ მოვინახულებთ აქვე კლდეზე მდებარე მეფე ერეკლე II-ის მეუღლის, დედოფალ დარეჯანის სასახლეს, რომელიც მის ზაფხულის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. ბოლოს კი საუკეთესო შთაბეჭდილებებით დატვირთულნი ტურს დავასრულებთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თბილისის სანახაობით, სამების საკათედრო ტაძრით, რომელიც ქალაქის მრავალი წერტილიდან ჩანს და თბილისის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია.

 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე48.00
ნიუ თრეველ ტურს
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00