ახალციხის ციხე "რაბათი" - ივლისი
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების დრო და ადგილი: 09:00 დიდუბე, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია;
მოსანახულებელი ობიექტები:
ბორჯომის - ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ცნობილია მინერალურ-გამაჯანსაღებელი წყლით, რომელსაც გააჩნია უნიკალური თვისებები; დავაგემოვნებთ თბილ ბორჯომის წყალს და საბაგიროთი გავისეირნებთ ბორჯომის პლატოზე;
მწვანე მონასტრი -მონასტერი, რომელიც ცნობილია წამებული ბერების სისხლით შეღებილი ქვებით ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება მომლოცველებისთვის;
ახალციხის ციხე „რაბათი“ -ეს მძლავრი ციხესიმაგრე, შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. განსაკუბილ კულტურულ და ტურისტულ ცენტრად იქცა რეკონსტრუქციის შემდეგ, სადაც შერწყმულია ისტორიული იერსახე და თანამედროვე ინფრასტრუქტურა;
გაფრთხილება!!!!
ტურის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მიღება, ჯგუფის წევრები გადავაადგილდებით ერთად; წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზარორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას;
შენიშვნა: ტური არის მარტივი სირთულის, არ გვიწევს ფეხით გადაადგილება, ყველა ობიექტამდე მივდივართ ტრანსპორტით, გარდა მწვანე მონასტრისა სადაც გავივლით მარტივ 2კილომეტრს;
ტურის ღირეებულებაში შედის:
• გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით;
• გამყოლი;
• გიდი ახალციხის ციხის "რაბათის" ტერიტორიაზე;
"რაბათში" შესვლის მოსაკრებელი: კაცი-; (ს მოქალაქისთვის);
ბორჯომის პარკში შესასვლელი თანხა:
კვება; (ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად);
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.