ბოდბე სიღნაღი წინანდალი თელავი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ბოდბე-სიღნაღი-წინანდალი-თელავი
ტურის ხანგრძლივობა: 1დღე
მომსახურებაში შედის:
1. მგზავრობა კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით
2. მწვადები, შოთის პურები, წვენები.
3. გიდის მომსახურება ტურის მოკლე აღწერა: ტური მოიცავს აღმოსავლეთ ს ისტორიულ მხარე კახეთს და მის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ძეგლებს.
1. დილის 8 საათზე გასვლა კახეთის მიმართულებით სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიდაან.
1. ბოდბის მონასტერი - (Vს), წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში. აქ მდებარეობს ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში შედის სამრეკლო და მონაზონთა სენაკები, აგრეთვე წმინდა ნინოს წყარო, რომელსაც მორწმუნეები სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.
2. სურვილის შემთხვევაში ფეხით ჩასვლა წმინდა ნინოს წყაროზე
3. სიღნაღი - ქალაქი ში, სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი სიღნაღი მდებარეობს ცივ გომბორის მთებზე.
4. წინანდალი-ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში, მის საგვარეულო მამულშია განთავსებული. პოეტის მამა - გარსევან ჭავჭავაძე ცნობილი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე იყო. აქ ინახება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინოების უნიკალური კოლექცია.
4. თელავი- მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. ფეოდალური პერიოდის თელავის დიდი კომპლექსებიდან ჩვენამდე მოღწეულია: „ბატონის ციხე", „ვახვახიშვილების ციხე", „ყორჩიბაშვილების ციხე" და „ძველი გალავანი". მათ შორის ყველაზე კარგად არის შემონახული „ ბატონის ციხე".
5. თბილისისკენ გამომგზავრება
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.