national delicacy

დაუვიწყარ მოგზაურობა სვანეთში !!!

  • ID: 6876
  • ნახვები: 9707
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ხანგრძლივობა 3დღე-2 ღამე (10.07 - 12.07)
ღირებულებაში შედის:

  • მგზავრობა კონფორტული მიკრო ავტობუსით;
  • გიდის მომსახურება;
  • საოჯახო სასტუმროში განთავსება 3ჯერადი კვებით.

ღირებულებაში არ შედის:

  • გზის კვება და მუზეუმბში შესვლის საფასური.

1.დღე 10 ივლისი
06:00 გასვლა ვარდების მოედნიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით.
სურვილის შემთხვევაში გაზად გავჩერდებით ნახევარი საათით და წავიხემსებთ.
12:00 ზუგდიდი. დავათვალიერებთ ქ. ზუგდიდს და დადიანების სასახლეს.(სურვილისამებრ)
13:00 გავემგზავრებით მესტიის მიმართულებით.
15:00 მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმს და ხერგიანების მუზეუმს.
16:00 გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სათხილამურო საბაგირო მესტიაში).გავისეირნებთ საბაგიროთი და დავტკბებით მთის ულამაზესი ხედებით.
18:30 გავემგზავრებით სოფელ ბეჩოში და დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში.სასიამოვნო მოგზაურობის შემდეგ ცოტას დავისვენებთ და შემდეგ ვივახშმებთ ერთად
20:00 ვახშამი:
(მწვადი, კუბდარი,კატლეტი, ოსტრი, საცივი,თევზი, იმერული ხაჭაპური, ქათმის სალათა, კრაბის სალათა, კიტრისა და პომიდვრის სალათა, ბადრიჯანი ნიგოზით,სალათი "ოლივიე", მაწონი, ჩაი, ყავა, კაკაო, ნატურალური სოფლის რძე, ნატურალური წვენები, ღვინო).
2დღე.11 ივლისი
09:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში
საუზმე: ჩაი, ყავა, კაკაო, რძე, კარაქი,ყველი, ხაჭაპური, ომლეტი, მოხარშული კვერცხი, ორცხობილები, კრეპები (ფრანგული ბლინები).
10:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით შდუგრას ულამაზესი ჩანჩქერის მოსანახულებლად, იგი მდებარეობს უშბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ჩანჩქერის სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. 
14:00 წავიხემსებთ ჩანჩქერთან (პური, ორცხობილა, ხაჭაპური, ქადა, ყველი, მოხარშული ხორცი, ბოსტნეული ,ჩაი, ყავა).
სოფ.დაბრუნებისას გზად მოვინახულებთ და დავაგემოვნებთ სვანეთის ცნობილ მჟავე წყლებს. 
19:00 დაბრუნება სასტუმროში. 
20:00 ვახშამი.
ვახშამი:ღორის მწვადი, შემწვარი წიწილა, ტოლმა, ქათმის ჩახოხბილი, საცივი, ხაჭაპური, კუბდარი, აჯაფსანდალი ,ბოსტნეულის სალათა,ბადრიჯნის სალათა,ხიზილალის სალათა, პოლონური სალათა, მაწონი, დო, ნადუღი პიტნით, ყველი სხვადასხვა, ნაკლებად მარილიანი, მოუხდელი, ელარჯი, დამბალი ხაჭო,კარაქი ოჯახის, არაჟანი,ნატურალური წვენები, ღვინო.
3 დღე 12 ივლისი
08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში.
საუზმე: ფაფა მანის, ბრინჯის, ბურღულის, ჰერკულესი, წიწიბურა, მოხარშული კვერცხი (თოხლო, მკვრივი, მაგარი), ჩაი შავი, მწვანე, ჩაი რძით, ლიმონით,ხილი, კომპოტი, კისელი, ხილის ნატურალური წვენი .კარაქი, არაჟანი,ხაჭო.
09:00 საუზმის შემდეგ პეტრე-პავლობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად გავემგზავრებით სოფელ ლატალში, სადაც მოვინახულებთ მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრებს, შემდეგ კი სოფ.ლახუშდის თანღილის IX საუკუნის ოვალურ ტაძარს,სოფ მაცხვარიშის (მაცხოვრის სახ.) და იენაშის (იონა ნათლისმცემლის სახ.)ტაძრებს. გზად გვექნება ე.წ. ლანჩი
lunch box- ხაჭაპური, კუბდარი, მოხარშული დედალი, საქონლის მოხარშული ხორცი ცივად, ქაბაბი,კიტრი , პომიდორი, მწვანილი.
14:00 დამშვიდობება სვანეთთან და გამგზავრება თბილისისკენ.
22:00 სასიამოვნო და ერთად გატარებული ლამაზი დღეების,დიდი შთაბეჭდილებებითა და ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავბრუნდებით თბილისში

☏214–77–76, ✆599–797–136
info@calypso-tr.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა