სვანეთის 4 დღიანი ტური - სრული პაკეტი ( სასტუმრო, კვება, შიდა გადაადგილებები ) მთელი სეზონი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
4 დღიანი ტური სვანეთში - სრული პაკეტი მხოლოდ
თბილი და სასიამოვნო ტურის დროს გელოდებათ: მსოფლიო სილამაზის მწვერვალები , მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი-უშგული. ლაშქრობა უშბასთან მდებარე ყველაზე დიდ ჩანჩქერამდე ( შდუგვრა ) სვანური კერძები , ადგილობრივი ისტორიები, ფოტოსესია ჰეშკილის ქოხებში ცნობილ საქანელაზე, საბაგიროებით გასეირნება, და რაღა თქმა უნდა წარუშლელი შთაბეჭდილებები ჩვენს გამოცდილ გიდებთან ერთად
მთელი ივლისი და აგვისტო ( ხუთშაბათი - კვირა )
ტრანსპორტირება:(კომფორტული მიკროავტობუსი, აუდიო სისტება, კონდიცირება, კომფორტული და ფართო სავარძლები)
შიდა ექსკურსიები
დელიკებით უშგულის მონახულება
სოფელი ბეჩო
უშგულის მონახულება
ჰეშკილში ასვლა
სასტუმროში განთავსება (2-3 კაციანი ნომრები, ინდივიდუალური სველი წერტილებით, მესტიის ცენტრში)
საუზმე სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
ჩაი/ყავა ნებისმიერ დროს სასტუმროში
გიდის მომსახურება ( გამოცდილი და კვალიფიციური)
ფოტო - გადაღება
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები :
დღე პირველი
გასვლა თბილისიდან : რუსთაველი ( ველოსიპედის ძეგლი )
ენგურის წყალსაცავი ( გადმოსახედი )
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
სოფელი ლატალი ( გზად)
სოფელი ლენჯერი (გზად)
მესტიის საკათედრო ტაძარი
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის მუზეუმი
ბეთქილის მჟავე წყლები
მესტია ( დათვალიერება )
ვახშამი სასტუმროში
დღე მეორე : უშგული
საუზმე სასტუმროში
სიყვარულის კოშკი
სოფელი ჩაჟაში( იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში )
თამარ მეფის კოშკი
სოფელი უშგულის დათვალიერება
მწვერვალი შხარა ( ლამარიიდან )
ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის მე-12 საუკუნის ტაძარი
დღის ბოლოს ჰეშკილის ქოხები ( განტვირთვის საუკეთესო საშუალება )
ვახშამი სასტუმროში
დღე მესამე : ბეჩო
საუზმე სასტუმროში
ულამაზესი სოფელი ბეჩო
მწვერვალი უშბა
შდუგვრას ჩანჩქერამდე არის საფეხმავლო ბილიკი 8 კმ ,რომელიც ენგურს მიუყვება ულამაზეს ტყეში.მესამე დღე ეთმობა მთლიანად მწვერვალი უშბის მონახულებას და საფეხმავლო მარშუტს
აქვე შესაძლოა ცხენებით გასეირნება
საღამოს მესტიაში გასეირნება
ვახამშამი სასტუმროში
დღე მეოთხე :
საუზმე სასტუმროში
ჰაწვალის ორი საბაგირო
ზურულდზე თავისუფალი დრო, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ყველა მხარეს, შეგვიძლია დასვენება და ხედებით ტკბობა
დადიანების სასახლე ( ზუგდიდი )
დაბრუნება თბილისში
ტური შედგენილია კვალიფიციური გიდების მიერ და არის დროში იდეალურად გადანაწილებული - ტურის მიზანია ვიზიტორის მაქსიმალური კომფორტი და დასვენების ხელშეწყობა
ტურის დაჯავშნა აუცილებელია წინასწარ, ადგილების რაოდენობა არის შეზღუდული
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
WhatsApp:
Viber:
Mail:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.