national delicacy

ვარძია, თავკვეთულა, ჭაჭკარი, წუნდა

  • ID: 66718
  • ნახვები: 316
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
2 მარტს, შაბათს გავაზობთ ერთ დღიან ტურს სამცხეში.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და მოგიყვანთ დილით რუსთაველზე. საღამოს ისევ წაგიყვანთ რუსთავში.

 

 

1. წუნდის ტბა და წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 12-13 ს.ს.
2. ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, მე-12-13 ს.ს.
3. ჭაჭკარი სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა მოგზაურობა წარსულში. მიწა-ბანიანი სახლები, კლდეში ნაკვეთი მესხური დარბაზები, ტერასული ტიპის ვენახები და გამოქვაბულში მოწყობილი საწნახელები. ყველაფერი ათობით საუკუნეს ითვლის, თანამედროვეობის ხელი კი ჯერ არ შეხებია.
4. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია - მე-11 ს.
5. თავკვეთულა- იოანე ნათლისმცემლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი. (მტკვარზე გადასასვლელად ხიდი გააკეთეს და წყალში გატოპვა აღარ მოგვიწევს)

 

 

 ტურის ღირებულება: 45 ლარი

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.

(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

ვარძიაში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 15 ლარი. სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 25 ლ.

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
საქართველოს ბილიკებზე