national delicacy

ბოდბე - სიღნაღი

  • ID: 66717
  • ნახვები: 293
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/24
    დაბრუნება
    • 03/03/24
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
3 მარტს, კვირას ( დედის დღეს) გთავაზობთ ერთ დღიან ადვილ და სანახაობრივად ლამაზ ტურს კახეთში:

 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

ტურის ბოლოს ბუნებაში ვიმწვადავებთ ან შევალთ ხინკალზე. ჯგუფის სურვილის მიხედვით.

 

1. ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 ს.ს.
2. წმიდა ნინოს წყარო ბოდბის მონასტერთან და ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. გადმოცემის მიხედვით, წყარო წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს. ( გზა დაგებულია და ჩვენი მარშრუტკა ჩაგვიყვანს და ამოგვიყვანს).
3. სიღნაღის ციხე-გალავანი, მე-18 ს. (გავისეირნებთ გალავანზე სპეციალურად მოწყობილ კიბეებსა და მოაჯირზე, ავალთ კოშკებში და დავტკბებით ულამაზესი ხედებით კავკასიონზე, ალაზნის ველებზე, წნორზე და ა.შ.).
4. სიღნაღის მუზეუმი ( სურვილისამებრ)
5. გასეირნება სიღნაღში

 

 

 ტურის ღირებულება: 30 ლარი.

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:45 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

თბილისში დაბრუნება - 21:00 საათისთვის

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი ქუდი  ხელთათმანები. გამაშები და სალაშქრო ჯოხი სასურველია.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
 ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს 
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვაგვიანებთ
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/24
    დაბრუნება
    • 03/03/24