კახეთი : ლეგენდარული ერეკლე მეორის სასახლის საიდუმლოებები და არამარტო . . .
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გიდის მომსახურება უფასოა !
თბილისიდან ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს ლეგენდარული ერეკლე მეორეს სამშობლოში. ყურადღებით მოუსმინეთ ჩვენს გიდს, ქართველ უძლიერეს ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა ქართლ - კახეთის მეფის - ლეგენდარული ერეკლე მეორის სასახლის საიდუმლოებები, რაც არაა ცნობილი ყველა მოკვდავისათვის. ამას ნახავთ და გაიგონებთ მხოლოდ თქვენ და შეგნებულად არ ვშიფრავთ სახალხოდ ამ საიდუმლოს თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო.
გარდა ამისა ამ ტურში ნახავთ :
ლეგენდარული ერეკლე მეორეს ბრძანებით 1778 წელს აშენებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სასწაულ ეკლესიას და მოისმენთ ისტორიას, რაც არაა ცნობილი ყველა მოკვდავისათვის და არც მისი მდებარეობაა ცნობილი ! ანუ მეორე ფოტოზე გამოსახული კიდევ ერთი ქართველი ლეგენდის კვალდაკვალ, რასაც არვშიფრავთ თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო . . .
1. თელავში ნახავთ ლეგენდარული ერეკლე მეორის მუზეუმს და ვახვახიშვილების და ყორჩიბაშიშვილების ციხე - სიმაგრეს !
2. წინანდალში - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს.
3. გრემის მონასტერს.
4. ნეკრესს
5. " მეღვინეობა ხარება " - კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი . . .
6. კორპორაცია " ქინძმარაული " .
7. შატო " შუმი " და არნახული ვაზის ჯიშები .
8. შუამთის ორივე მონასტერი და მათი საიდუმლოებები !
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ქალბატონებო, ავტომანქანის სალონში დამონტაჟებულია ყავის მადუღარა და ავტომანქანის მოძრაობისას შესაძლებელია ყავის მოდუღება . სალონში მარაგში გვაქვს შაქარი და ყავა, შეგიძლიათ თქვენ წამოიღოთ ყავის თქვენი მადუღარა და ყავა !
ავტომანქანის სალონში განთავსებულია მაცივარი, სადაც თქვენთვისაა მინერალური ცივი წყალი და " ჭაჭა " ! ეს. " MERCEDES - BENZ “ - ია, რომელიც მსოფლიოს ამოძრავებს .
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.