national delicacy

ლაშქრობა კარსანში + ბაგინეთი

  • ID: 66710
  • ნახვები: 245
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
25 თებერვალს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს მცხეთის შემოგარენში.

 ეს ტური მათთვის არის ვისაც ადრე ადგომა ეზარება, მაგრამ სურს მთელი დღე სუფთა ჰაერზე გაატაროს, მარტივ ბილიკზე გაილაშქროს და არწივის სიმაღლიდან გადმოხედოს ლამაზ ხედებს.

 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება  მწვადაობა +  კოცონ +  პიკნიკი 

 

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ქალაქში - “სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ". ვნახავთ ქართლის მთას, სადაც პირველად დასახლდა ქართლოსი და შემდეგ ფარნავზმა ძვ. წ. IV-III სს. ააშენა სამეფო სასახლე, სადაც იყო ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია (ფარნავაზიდან - ვახტან გორგასლის ჩათვლით, შემდეგ თბილისში გადაიტანეს სამეფო რეზიდენცია). აქ ცხოვრობდა 27 მეფე. ავალთ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით გამორჩეულ პატარა ხეობაში, სადაც მდებარეობს ისტორიული სოფელი კარსანი. სწორედ კარსნიდან იყო საქართველოში ქრისტეს კვართის ჩამომტანი ლონგინოზ კარსნელი. ვიხილავთ ლეგენდებით სავსე საიდუმლო ლაბორატორიას და უძველეს ტაძრებს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მცხეთასა და მის შემოგარენზე. ვნახავთ გორას, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი. ლეგენდის თანახმად აქვეა დაკრძალული ქართლოსი.

 

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია - გვიანდელი ფეოდალური ხანა. (ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე).
4. გორა, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი.
5. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.

 

 ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

 ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
5 კმ. მარტივი ( ტყეში გაკვალულ ბილიკზე) ლაშქრობა ულამაზესი ხედების ფონზე.

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
9:45 სთ. გავდივართ 10:00 სთ.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. )

 

 თბილისში დაბრუნება 19:00 საათისთვის.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555407650 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით
(20 ადგილიანი მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

 

თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე