მცხეთა-მთიანეთი
საქართველო

მცხეთა-მთიანეთი: ტურები, ფასები და რჩევები

სვეტიცხოველი და ჯვარი, ანანური ჟინვალის წყალსაცავზე, გუდაური და გერგეტის სამება მყინვარწვერის ძირში. მცხეთამდე 20 კმ-ია, სტეფანწმინდამდე სამხედრო გზით — 155 კმ, დაახლოებით 3 საათი.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიივნ, ივლ, აგვ, სექ
  • დროის სხვაობა0 სთ
მცხეთა-მთიანეთი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

მცხეთა-მთიანეთი აღმოსავლეთ საქართველში მდებარეობს, მდიდარია ისტორიული მოვლენებითა და კულტურული ძეგლებით. ტერიტორია მოიცავს მწვერვალებს, უღელტეხილებს და ტბებს, რაც ნებისმიერი გემოვნების ბუნების მოყვარულს დააკმაყოფილებს. 

რა ვნახოთ 

ნაკრძალები: ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი, საგურამო.

ბუნება: ჯუთის ჭაუხები,მყინვარწვერი, აბუდელაურის ტბები, ხადას ჩანჩქერი, ტანიეს ტბა, ყელიწადის ტბა, ხორისარის ვულკანი, გველეთის ჩანჩქერები. 

კულტურული ძეგლები: სვეტიცხოველი, მცხეთის ჯვარი, გერგეტის სამება, შიომღვიმის მონასტერი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში. 

აუცილებლად სანახავი მხარეებია: ფშავი, ხევსურეთი. 

საზაფხულო კურორტები: ფასანაური, სიონი, თიანეთი.

სათხილამურო კურორტი: გუდაური

კლიმატი 

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა. დაბლობ ნაწილში ზაფხული ცხელი და ხანგრძლივია, ზამთარი-ცივი. მთაში მაღალმთის ნოტიო ჰავაა, გამოირჩევა ჭარბთოვლიანობით, მყინვარებით და გრილი ზაფხულით. 

სამზარეულო 

დააგემოვნეთ ფშავური ხინკალი, ჩობან ყაურმა, დამბალხაჭო. აღმოსავლეთ მთიანეთში ტრადიციული კერძებია: ყაღი, ყაურმა, კოტორი. ხაჭო ერთ-ერთი გავრცელებული დეტალია, რასაც სხვადასხვა კერძში ხმარობენ. ცნობილია ადგილობრივი ლუდი და არაყი-ჟიპიტაური.

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.

რა ვნახოთ

  1. 1მცხეთასვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
  2. 2ჯვრის მონასტერიVI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
  3. 3ანანურიXVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
  4. 4გუდაურისაქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
  5. 5გერგეტის სამებაXIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
  6. 6თრუსო, ჯუთა და სნოხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
  7. 7შატილი და მუცოხევსურული ციხე-სოფლები ქვის კოშკებით, არღუნის ხეობაში
მცხეთა-მთიანეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ყაზბეგის ერთ დღეში ნახვა?
კი, თბილისიდან ერთ დღეში ანანური, გუდაური და გერგეტის სამება ჯდება, თუ დილით ადრე გახვალთ. თრუსოს ან ჯუთის დასამატებლად ღამე სტეფანწმინდაში სჯობს.
იკეტება თუ არა გზა ზამთარში?
გუდაურსა და კობს შორის, ჯვრის უღელტეხილზე, თოვლის და ზვავის საფრთხის გამო გზას ზოგჯერ რამდენიმე საათით ან დღით კეტავენ. მცხეთა, ანანური და თავად გუდაური ამ დროსაც მისაწვდომია.
როგორ ავიდე გერგეტის სამებამდე?
სტეფანწმინდიდან ფეხით 1,5–2 საათია აღმართზე, ან ადგილობრივი ჯიპით 15–20 წუთი ასფალტის გზით. ზამთარში გზა ზოგჯერ ძნელად სავალია.
როდის შეიძლება შატილში წასვლა?
დათვისჯვრის უღელტეხილი, ჩვეულებრივ, ივნისიდან ოქტომბრამდეა ღია. თბილისიდან 150 კმ-მდეა, მაგრამ მთის გრუნტის გზის გამო 4–5 საათი სჭირდება — სჯობს ჯიპი და ადგილობრივი მძღოლი.
სად ვიცუროთ ზაფხულში თბილისთან ახლოს?
ჟინვალის წყალსაცავზე ცურვა არ შეიძლება, მაგრამ ბაზალეთის ტბაზე, დუშეთთან, ზაფხულში ბანაობენ და ნავით სეირნობენ. თბილისიდან დაახლოებით ერთი საათია.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.