national delicacy

შატო-მუხრანი, ძალისი, ქანდა, მჭადიჯვარი და ა.შ.

  • ID: 66709
  • ნახვები: 257
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

სულ რაღაც 20 ლარად თქვენ გელოდებათ საფოტოსესიო და განსატვირთი ადგილები;

,,საქართველოს ბილიკებზე"
25 თებერვალს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან მრავალფეროვან ტურს თბილისთან ახლოს.

 

 ეს ტური მათთვის არის, ვისაც დილით ადრე ადგომა ეზარება, მაგრამ სურს დღის სუფთა ჰაერზე გატარება, ლამაზი ფოტოები, საინტერესო ადგილების ნახვა და ა.შ.

 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.
 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

 

1. ძველი ქანდა, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი (უნიკალური სოფელი საქართველოში, რომელიც ქრისტეს ენაზე საუბრობს. აქ მოღვაწეობს სქემარქიმანდრიტი სერაფიმე, რომელიც წირვა- ლოცვას აღავლენს არამეულ ენაზე. თუ მამაო იქნება ტაძარში, ცოტახანს დავესწრებით წირვას).
2. მუხრანბატონთა საგვარეულო ეკლესია (სადაც ქეთევან წამებულმა დაიწერა ჯვარი). მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი -მე-16 ს.
3. შატო-მუხრანი (ივანე მუხრანბატონის სასახლე,საჯინიბო,ღვინის სარდაფები, ბაღი)
4. ძალისის ანტიკური ნაქალაქარი - ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით.
5. წილკანი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი მე-4 ს.აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელ მამა ისე წილკნელი.
6. მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი - 1668 წ.

 

შატო მუხრანში ეზოში შესვლა უფასოა. საფოტოსესიოდ ულამაზესია. მაგრამ ვისაც მარნის დათვალიერებაც გსურთ 20 ლარია.

 სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს, ვისაც მწვადი არ ენდომება კარტოფილებს 

 

 ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

 ფეხით სასიარულო: არ გვაქვს. თქვენ რასაც გაისეირნებთ სურვილისამებრ.

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 9:45 სთ-დან. გავდივართ 10:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი . ( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე (და არა გასვლის წინა დღეს) თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე