national delicacy

20 ლარად: კოდმანი, კალოუბანი, შიომღვიმე, მგალობლიანთკარი და ა.შ.

  • ID: 66696
  • ნახვები: 214
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
17 თებერვალს,შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან განსხვავებულ ტურს მცხეთის შემოგარენში.

ტური მათთვის, ვისაც ადრე ადგომა ეზარება, მაგრამ დღის ლამაზად გატარება სურს. გავდივართ დილას 10:30 სთ.

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ ტურის ბოლოს.

 

1. პანტანასას დედათა მონასტერი. აქ შეგიძლიათ სიწმინდეების მოლოცვა. 240 წმინდა ნაწილია ტაძარში. პანტანასა" ყოველთა დედოფალი, ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე.
2. მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესია ("ბარბარეთი") - მე-10-11სს.
3. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი - წინამღძვარი იყო არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელმაც 2014 წლის 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრისას საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, რის გამოც თავად ზღვაში გადავარდა და დაიღუპა. დაკრძულია ამავე მონასტერში.
4.კოდმანის ღვთისმშობლის ეკლესია - თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ღვთისმშობლის ეკლესიასთან ახლოს გადიოდა ძველი, თიხის მილებიანი წყალსადენი. გაუქმებული წყალსადენის თიხის მილების ნაშთებს ამ ადგილებში დღემდე ვხვდებით.
5. მგალობლიანთკარის წმინდა გიორგის მონასტერი - თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ტაძართან ახლოს, 50-იოდე მეტრზე, ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ძველი ნასახლარი მარნით.
6. კოდმანის წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მონასტერი - თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ძეგლს 2000-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგა.
7. კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია - თარიღდება XII საუკუნით. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში.
8. შიმოღვიმის კომპლექსი - მონასტერი დაარსებულია მე-6 ს. ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.

: შიოს სასაფლაო-ეკლესია - წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. XI საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.

: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - თარიღდება VI საუკუნით. XI საუკუნეში შეუერთდა მღვიმე ეკლესიას.

: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით.

: ჯვართამაღლების ტაძარი - თარიღდება XII საუკუნით. მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.

: მღვიმე-ეკლესია – დგას გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე. მღვიმეზე, სადაც პირველად შიო დაბინავდა, XI საუკუნეში ეკლესია დააშენეს.

 ფეხით სასიარულო არ გვაქვს.

 

ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555407650 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650407650
instagram: saqartvelosbilikebze

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველის წინ, ველოსიპედის ძეგლთან. გავდივართ 10:30 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 თბილისში დაბრუნება
19:00 საათზე.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 მგზავრობა 20 ადგილიანი მარშრუტკით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი ქუდი  ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
 ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს 
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვაგვიანებთ
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე