national delicacy

აქცია : 20 ლარად - საბადური, დათვების თავშესაფარი, ნადოკრა

  • ID: 66677
  • ნახვები: 413
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე"
10 თებერვალს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თოვლიან საბადურში. ტური მათთვის ვისაც დილით ადრე ადგომა ეზარება, მაგრამ დღის გატარება სურს  სუფთა ჰაერზე,  ქუნქულა თოვლში და თან მწვადაობა 

 გავდივართ დილას 11:00 საათზე.

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც. ტურის ბოლოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

1. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი.
2. ცხვარიჭამიის მონასტერი: - წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 სს). 
3. საბადურის ტყე 
4. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 ს.).

 ტურის ღირებულება: 20 ლარი.

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 10:40 სთ-დან. გავდივართ 11:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ან 568 71 01 75 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650
instagram- saqartvelosbilikebze

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე