national delicacy

აქცია: 30 ლარად - ბაკურიანი

  • ID: 66676
  • ნახვები: 241
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
10 თებერვალს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სააქციო ფასად, 30 ლარად ბაკურიანში 

 

 

   
ბაკურიანში არის უამრავი გასართობი: თხილამურები, ციგები, ბურანები, მარხილები, ცხენები, კაფე-ბარები და ა.შ.

 დღის განმავლობაში გექნებათ თავისუფალი დრო და გაერთობით სურვილისამებრ.

 

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება ადგილზე ვერ დაველოდებით)

 

 დაახლოებით 11:00 საათზე ვიქნებით ბაკურიანში. გავჩერდებით 25 იანების საბაგიროსთან, სადაც შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, ბურანით, ციგებით, მარხილებით და ა.შ. შემდეგ 14:30 საათზე აგიყვანთ დიდველის საბაგიროზე და დავტკბებით ულამაზესი ხედებით.

 

 17:30 საათზე შევიკრიბებით მიკროავტობუსთან და გამოვემგზავრებით.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით ან მინივენით ( სურვილისამებრ)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

ტურის ღირებულებაში არ შედის :
 საბაგიროს ბილეთის ღირებულება

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555407650 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე